ზღაპარისაბავშვო

ჩაძვერი ტომარაში! – იტალიური ზღაპარი

დიდი ხნის წინათ ნიოლის უკაცრიელ მთებში ცხოვრობდა ერთი ბერიკაცი. თორმეტი ვაჟის მამა იყო. იმ დროს ქვეყნად შიმშილობა მძვინვარებდა. ძალიან გაუჭირდა ბერიკაცს და შვილებს უთხრა:
— შვილებო, აღარ შემიძლია თქვენი რჩენა. წადით, მოიარეთ ქვეყანა და თქვენი ბედ-იღბალი ეძიეთო.
ბერიკაცის უმცროსი ბიჭი კოჭლი იყო. რომ დაინახა, ძმები წასასვლელად ემზადებიანო, ტირილი წასკდა:
— მე რაღა ვქნა, როგორ ვიშოვო ლუკმაპური, კოჭლი ვარ, უძლურიო.
— რა გატირებს, ბიჭო, წაჰყევი ძმებს, რასაც იშოვნიან, შენც გაგინაწილებე-ნო, — დაუყვავა მამამ უმცროს ბიჭს.
ძმებმა შეჰფიცეს ერთმანეთს, რაც არ უნდა შეგვემთხვეს, ერთიმეორეს არ დავშორდეთო, და გზას გაუდგნენ.
იარეს ერთი დღე, მეორე დღე. უმცროსი ფეხაყოლებით ვერ მიჰყვებოდა ძმებს, სულ უკან რჩებოდა. დაწინაურებული ძმები დაუცდიდნენ ხოლმე, წა-მოეწეოდა უმცროსი და ისევ გაუდგებოდნენ გზას.
მესამე დღეს უფროსმა ძმამ უმცროსებს უთხრა:
— ძმებო, ფრანჩესკოს ფეხზე სიარული ხელს არ მოგვცემს. მოდი, მივატო-ვოთ, ჩვენც სულს მოვითქვამთ და ისიც. იქნებ ვინმე ღვთისნიერი კაცი შეხ-ვდეს და დაეხმაროსო.
თქმა და შესრულება ერთი იყო, აღარ დაუცადეს ჩამორჩენილ ფრანჩესკოს. ძმები გზადაგზა მოწყალებას თხოულობდნენ. ასეთი ვაი-ვაგლახით და წვალე-ბით, როგორც იყო მიაღწიეს ქალაქ ბონიფაჩოს.1 ქალაქში რომ შევიდნენ, ნავ-საყუდელთან მიბმული ნავი დაინახეს. უფროსმა ძმამ თქვა:
— მოდი, ჩავსხდეთ ამ ნავში და სარდინიაში1 წავიდეთ. იქნებ იქ არ არის შიმშილობა და სული მოვიბრუნოთო.
ჩაჯდა თერთმეტი ძმა ნავში, მოუსვეს ნიჩბები და გაცურეს. შუა სრუტეში რომ შევიდნენ, უცებ საშინელი ქარიშხალი ამოიჭრა, ნავი კლდეს მიანარცხა და სულ ნაფოტებად აქცია. ძმებმა კი თქვენი ჭირი წაიღეს, თერთმეტივე დაიხ-რჩო.
იარა საწყალმა ფრანჩესკომ, იარა, ბევრი უძახა ძმებს, ბევრი იტირა და მერე დაოსებული იქვე, გზის პირას მიეგდო და ჩაეძინა.
თურმე იმ მხარეში ფერია ცხოვრობდა. ფრანჩესკო რომ გზის პირას მიეგდო, ფერია ხეზე იჯდა, დაინახა, რა უბედურ დღეში იყო ბიჭი, ძირს ჩამოვიდა, დაგლიჯა ჯადოსნური ბალახი, გააკეთა ბალზამი, დაადო გამრუდებულ ფეხ-ზე ბიჭს და ხელად გაუსწორა ფეხი. მერე ღარიბ დედაბრად გადაიქცა, ჩამოჯ-და ფიჩხის კონაზე და ფრანჩესკოს გაღვიძებას დაელოდა.
გაახილა თუ არა თვალი ფრანჩესკომ, მკვირცხლად წამოხტა და მაშინვე იგ-რძნო, რომ ფეხი გასწორებოდა. მიიხედ-მოიხედა, დედაბერი დაინახა და ჰკითხა:
— სინიორა, ექიმი არ დაგინახავთო?
— ექიმი? რად გინდა ექიმი? — ჰკითხა დედაბერმა.
— მინდა მადლობა გადავუხადო. ალბათ დიდი დასტაქარი იყო, რომ გამ-რუდებული ფეხი გამისწორაო.
— ის ექიმი მე ვარ. ყოველგვარი ჯადოსნური ბალახი ვიცი, ისეთი ბალახიც, კოჭლს რომ ფეხს გაუსწორებსო.
გაუხარდა ფრანჩესკოს, გადაეხვია დედაბერს და ღაწვები დაუკოცნა.
— დედი, რით გადაგიხადო მადლობა? მოდი, ამ ფიჩხის კონას მაინც წაგი-ღებო! — დაიხარა ფრანჩესკო გუდურის ასაღებად და წელში რომ გაიმართა, მის წინ ღატაკი დედაბრის ნაცვლად მზეთუნახავი იდგა. ოქრომკედით ნაქარ-გი ლურჯი აბრეშუმის კაბა ეცვა ქალს, ალმასის ვარსკვლავი უბრწყინავდა ფეხ-საცმელზე, ქერა კულულები წელზე სცემდა. გაოცებული ფრანჩესკო ფეხებში ჩაუვარდა ფერიას.
— ადექი, — უთხრა ფერიამ ფრანჩესკოს. — ვხედავ, კეთილი გული გაქვს და დაგეხმარები. ორ სურვილს შეგისრულებ მხოლოდ. მე კრენოს ტბის ფერიათა დედოფალი ვარ.
დაფიქრდა ფრანჩესკო და უთხრა:
— ისეთი ტომარა მინდა, რასაც ჩავუთქვამ, ყველაფერი გამიჩინოსო.
— კარგი, კიდევ რა გინდაო?
— ისეთი კომბალი მიბოძე, რასაც ვუბრძანებ, გააკეთოსო.
— კომბალსაც მიიღებო, — უთხრა ფერიამ და გაქრა.
დაიხედა ძირს ფრანჩესკომ: ფეხებთან ტომარა და კომბალი ედო. გაუხარდა. ახლავე უნდა გამოვცადო ამათი ძალაო, გაიფიქრა. საშინლად შიოდა და ჩაუთ-ქვა:
— აბა, ჩემო ტომარავ, შემწვარი ხოხობი მომართვიო.
სიტყვის დამთავრება ვერ მოასწრო, ტომარაში უკვე იდო შემწვარი ხოხობი.
— პურიც მინდა!
პურიც იმ წუთს გაჩნდა ტომარაში.
— ერთი ბოთლი ღვინოც მომართვიო!
ფრანჩესკო მადიანად შეექცა, გახალისდა, გული მოეცა და მხიარულად გა-უდგა გზას. მაძღარი იყო, აღარც კოჭლობდა. იარა, იარა, და მეორე დღეს ქალაქ მარიანაში1 შევიდა. მთელს იტალიასა და კორსიკაში ეს ქალაქი ბანქოს სათა-მაშო სახლებით იყო განთქმული.
ფრანჩესკოს სულს იქით არა ებადა რა. ასწია თავისი ტომარა და ჩაუთქვა:
— აბა, ჩემო ტომარავ, ასი ათასი სკუდო გამიჩინეო.
ტომარა იმ წუთს ოქროს ფულით აივსო.
ხელად გავარდა ხმა მარიანაში: მდიდარი უფლისწული დი სანტო ფრანჩეს-კო ეწვია ჩვენს ქალაქსო.
უნდა მოგახსენოთ, რომ ეშმაკს ძალიან უყვარდა ქალაქი მარიანა. გადაიქცე-ოდა ლამაზ ჭაბუკად, ვინც მოხვდებოდა, ყველას ეთამაშებოდა ბანქოს, მოუ-გებდა ფულს და მერე ვალში სულს მოსთხოვდა.
უცხოელი უფლისწულის ჩამოსვლა რომ გაიგო ეშმაკმა, გადაიქცა ულამაზეს ჭაბუკად და შინ ეწვია ფრანჩესკოს.
— სინიორ უფლისწულო, მომიტევეთ კადნიერება, მაგრამ ისეთი კარგი მო-თამაშის სახელი გაქვთ გავარდნილი, რომ ცთუნებას ვერ გავუძელი და გასაც-ნობად გეახელითო, — უთხრა ეშმაკმა.
— ოი, ნუ მარცხვენთ. ბანქო ჩემს სიცოცხლეში ხელში არ ამიღია. მასწავლეთ თამაში და სიამოვნებით გეთამაშებით რამდენიმე ხელს. თქვენი დახმარებით უთუოდ მალე დავოსტატდებიო, — უპასუხა ფრანჩესკომ.
ეშმაკი ისე კმაყოფილი იყო თავისი დარბაზობით, რომ გამოთხოვებისას სიფრთხილე გადაავიწყდა და უნებლიეთ ფეხი წინ წადგა. წადგა და ფრანჩეს-კომ თვალი ჰკიდა თხის ჩლიქებს.
აჰა, აი, თურმე ვინ მეწვია, თვით ეშმაკი. კარგი, დამაცადე, ისეთ დღეს და-გაყრი, სულ თავბედს იწყევლიდეო, — გაიფიქრა ფრანჩესკომ.
მარტო რომ დარჩა, თავის ტომარას ჩაუთქვა: ერთი კარგი საუზმე მაჭამეო.
მეორე დღეს უფლისწული დი სანტო ფრანჩესკო ბანქოს სათამაშო სახლს ეწ-ვია. სახლი ხალხით იყო გაჭედილი, საშინელი ჩოჩქოლი და გნიასი იდგა. გა-არღვია ფრანჩესკომ ხალხის წრე და იატაკზე გაშხლართული, სისხლში მცურა-ვი ჭაბუკი დაინახა.
— ამ ჭაბუკმა რაც ებადა, სულ ბანქოში წააგო და სასოწარკვეთილმა ხან-ჯლით გული გაიგმირაო, — უთხრეს ფრანჩესკოს.
ყველა წუხდა, ყველას ებრალებოდა ჭაბუკი, მარტო ერთ ახალგაზრდას ეღი-მებოდა ულვაშში. ‘ნამდვილად ეს არის ჩემი გუშინდელი სტუმარიო». — გაი-ფიქრა ფრანჩესკომ.
— კარგით, გეყოფათ წუხილი, მოდით თამაში გავაგრძელოთო, — თქვა ეშ-მაკმა.
შემოუსხდნენ მაგიდას.
ფრანჩესკომ თამაში არ იცოდა. იმ დღეს სულ ერთიანად წააგო, რაც თან ფუ-ლი ჰქონდა. მეორე დღეს ცოტა გაიწაფა თამაშში, წაგებით კი წინა დღეზე მეტი წააგო. მესამე დღეს უკვე კარგად თამაშობდა და მაინც იმდენი წააგო, რომ მო-თამაშეებმა გაიფიქრეს, მთელი თავისი ქონება აქ დატოვა უფლისწულმაო.
ფრანჩესკომ წარბიც არ შეხარა. რა ენაღვლებოდა, ერთს უბრძანებდა თავის ტომარას და თუნდ ოქროს მთებს დაუდგამდა.
ეშმაკმა გადაწყვიტა, ქვეყნად ყველაზე მდიდარი ადამიანი გავაღატაკეო, გზაზე ჩაუსაფრდა შინ მიმავალ ფრანჩესკოს და საუბარი გაუბა:
— სინიორ უფლისწულო, ვწუხვარ, რომ ბედმა არ გაგიღიმათ თამაშში. მინ-და, დახმარება შემოგთავაზოთო.
— რით შეგიძლიათ ჩემი დახმარებაო? — ჰკითხა ფრანჩესკომ.
ეშმაკმა მიიხედ-მოიხედა და ყურში უჩურჩულა:
— სული მომყიდეთო.
— აი, თურმე რა გნებავს, შე უწმინდურო, შენა. აბა, ჩაძვერ ტომარაშიო! — წამოიძახა ფრანჩესკომ.
ეშმაკს ჩაეცინა და ის იყო უნდა მოეკურცხლა, მაგრამ, ნურას უკაცრავად, სად გაექცეოდა ტომარას, თავდაყირა გადაეშვა შიგ. ფრანჩესკომ ტომარას თავი მოუკრა და კომბალს უბრძანა:
— აბა, ჩემო კომბალო, მისცხე მაგარ-მაგარიო.
გიყვარდეს, დასცხო და დასცხო კომბალმა. ეშმაკი წრიალებდა ტომარაში, ღრიალებდა, იწყევლებოდა.
— გამიშვი! გაჩერდი, თორემ სული გამძვრებაო!
— არა გიშავს რა, არ მოკვდები. თუ მოკვდი, დიდი უბედურება არ იქნებაო! — უყვიროდა ფრანჩესკო.
სამი საათი უხათქუნებდა კომბალი ეშმაკს.
— დღეისთვის გეყოფაო, — თქვა ფრანჩესკომ და კომბალი მაშინვე გაჩერდა.
— ოღონდ გამიშვი და რაც გინდა მთხოვეო! — შეევედრა ეშმაკი ფრანჩესკოს.
— კარგად დამიგდე ყური: თუ გინდა გაგიშვა, ჯერ შემომფიცე, რომ მკვდრე-თით აღადგენ ყველას, ვისაც კი ბანქოს სათამაშო სახლში თავი მოაკვლევინეო! — უთხრა ფრანჩესკომ.
— კარგი! ვფიცავ ჯოჯოხეთს, შევასრულებო! — დაიფიცა ეშმაკმა.
— მაშ, ამოდი! იცოდე, ჩემს ხელთა ხარ. როცა მომინდება, მაშინვე გიკრავ თავს ტომარაში.
ეშმაკს შეეშინდა და სიტყვის გატეხა ვერ გაბედა. ჩაძვრა ჯოჯოხეთში. მალე იქიდან ერთიმეორის მიყოლებით ამოვიდნენ გაფითრებული, თვალებანთებუ-ლი ჭაბუკები.
— მეგობრებო, თქვენ ბანქომ დაგღუპათ, გაგაღატაკათ, სიცოცხლეს გამოგა-სალმათ. მე მკვდრეთით აღგადგინეთ. არ ვიცი, შევძლებ კიდევ თუ არა ასეთი საქმის გაკეთებას. ამიტომ პირობა უნდა მომცეთ, რომ დღეის იქით ქაღალდს ხელში არ აიღებთ. თუ სიტყვას მომცემთ ცოცხალს დაგტოვებთო, — გამოუც-ხადა ფრანჩესკომ მკვდრეთით აღმდგრებს.
— ვფიცავთ! ვფიცავთო! — ერთხმად დაიძახა ყველამ.
— კარგით, მჯერა თქვენი. აი, გამომართვით, თითოს ათას-ათას სკუდოს გაძლევთ. წადით და დღეის იქით პატიოსანი შრომით ირჩინეთ თავიო, — უთ-ხრა მათ ფრანჩესკომ.
გახარებული ჭაბუკები დაიშალნენ. ზოგის მშობლები ისევ ძაძებში იყვნენ გახვეულები, ზოგისა — ჯავრს გადაჰყოლოდა.
ფრანჩესკოს გაახსენდა თავისი მოხუცი მამა და გულმა შინ გაუწია. მაშინვე გაუდგა გზას.
იარა, იარა, ბევრი იარა თუ ცოტა, გზაზე ერთი ბიჭი შემოეყარა. ბიჭი ისე იყო გამწარებული, რომ სულ თითებს იმტვრევდა.
— ეი, ბიჭო, რას შვრები, მანჭვა-გრეხით ვაჭრობ? რა ღირს დუჟინი?
— ხუმრობის გული არა მაქვს, სინიორ, — უპასუხა ბიჭმა.
— რა იყო, ისეთი რა გაგიჭირდა?
— მამაჩემი შეშის მჭრელია. მთელი ჩვენი ოჯახის მარჩენალი ის არის. ამ დილას წაბლის ხიდან ჩამოვარდა და ხელი მოიტეხა. გავიქეცი ექიმთან, მაგრამ არ გამომყვა. იცის, სულს იქით არა გვაბადია რა და გაჭირვებულისთვის თავი არ შეიწუხა.
— სულ ეს არის? დამშვიდდი, ბიჭუნი, ყველაფერს მე მოვუვლიო.
— ექიმი ბრძანდებით, სინიორ?
— არა, მაგრამ თუ იმ ექიმის სახელს მეტყვი, ახლავე აქ გავაჩენ.
— პანკრაციო ჰქვია, სინიორ, — უპასუხა ბიჭმა.
— კეთილი და პატიოსანი. აბა, ექიმო პანკრაციო, ტომარაში ჩაძვერიო! — დაიძახა ფრანჩესკომ.
არ გაუვლია ერთ წუთს და ექიმი პანკრაციო, თავისი ხელსაწყოებიანად ტო-მარაში ჩაძვრა.
— აბა, ჩემო კომბალო, დატრიალდი და ჭკუა ასწავლე ამ ექიმსო, — უბრძანა კომბალს ფრანჩესკომ.
დატრიალდა კომბალი.
— მიშველეთ, შემიბრალეთო! — ყვიროდა საცოდავი ექიმი.
— უწამლებ უსასყიდლოდ შეშის მჭრელსო?
— რასაც მიბრძანებთ, ყველაფერს შევასრულებ, ოღონდ გამიშვითო, — ემუ-დარებოდა ექიმი.
— კარგი, ამოდი ტომრიდანო!
ამოძვრა ექიმი პანკრაციო ტომრიდან და შეშის მჭრელის სახლისკენ მოუსვა.
ფრანჩესკომ გზა განაგრძო და რამდენიმე დღეში თავის სოფელს მიაღწია. შიმშილობა ძველებურად მძვინვარებდა იქ.
ფრანჩესკომ ოსტერია1 გახსნა თავის სოფელში და უფასოდ აჭმევ-ასმევდა ხალხს, ვიდრე იქ შიმშილობა იყო. როცა უკეთესი დრო დაუდგათ, ფრანჩესკომ ოსტერია დახურა. მუქთად ჭამა ხალხს გააზარმაცებსო.
არაფერი არ აკლდა ფრანჩესკოს, რასაც მოისურვებდა, ხელად გაუჩენდა ტო-მარა, მაგრამ ბედნიერი მაინც არ იყო. ძმების ამბავი არ იცოდა და დარდობდა. კეთილი გული ჰქონდა ფრანჩესკოს, დიდი ხანია აპატია ძმებს ვერაგობა. ერ-თხელ ასწია თავისი ტომარა და ჩასძახა:
— ჯოვანი, ძმაო, ჩაძვერი ტომარაშიო.
უცებ რაღაცამ გაიჩხარუნა და ტომარაში ჯოვანის ძვლები ჩაცვივდა.
— პაოლო, ძმაო, ჩაძვერი ტომარაშიო!
ისევ გაიჩხარუნა რაღაცამ და პაოლოს ძვლები ტომარაში ჩაცვივდა.
ასე უხმობდა ფრანჩესკო რიგრიგობით ძმებს და მათი ძვლები რიგრიგობით ცვიოდა ტომარაში. მიხვდა ფრანჩესკო, რომ მისი ძმები ერთად დაიღუპნენ და უფრო შემოაწვა ნაღველი.
მალე მამაც გარდაეცვალა და სულ მარტოდმარტო დარჩა.
ბოლოს ფრანჩესკოსაც მიუკაკუნა კარზე სიბერემ. ფრანჩესკოს ერთი ოცნება-ღა ჰქონდა, ძალიან უნდოდა კიდევ ერთხელ ენახა კრენოს ტბის ფერიათა დე-დოფალი, რომელმაც ასეთი ძალა მიანიჭა.
ადგა ფრანჩესკო და გზას გაუდგა. იარა, იარა, ბევრი იარა, თუ ცოტა, ისევ იქ მივიდა, სადაც დიდი ხნის წინათ ფერიათა დედოფალს შეხვდა. ჩამოჯდა და ელოდა. დრო მიდიოდა, ფერია კი არა ჩანდა.
— სადა ხარ, ჩემო კეთილო, კრენოს ტბის ფერიათა დედოფალო? ერთხელ კიდევ დამენახვე, არ მინდა ისე მოვკვდე, რომ არ გიხილოო, — შეჰღადადა ფრანჩესკომ.
ბინდი ჩამოწვა, ფერია კი არა ჩანდა. მის მაგივრად გზაზე სიკვდილმა ჩამო-იარა. ცალ ხელში შავი ალამი ეჭირა, მეორეში — ცელი. მივიდა ფრანჩესკოსთან სიკვდილი და უთხრა:
— ბერიკაცო, სიცოცხლე არ მოგბეზრდა? არ გეყო, რაც იხეტიალე, მთა-ბარი გაასწორე? როგორ ფიქრობ, დრო არ არის, რომ წამომყვეო?
— სიკვდილო, დამილოცნიხარ. დიახაც მეყო, რაც ვნახე და შევიგრძენი ამ ცხოვრებაში. ყველაფერი მომყირჭდა, მაგრამ ჯერ მაინც არ გამოგყვები! ერთ ვინმეს ველი აქ, უნდა გამოვემშვიდობო, ერთი დღე მადროვეო, — სთხოვა ფრანჩესკომ.
— ილოცე, ბერიკაცო, რაღა დროს ლოდინია, ილოცე. თუ არ გინდა სარკინო-ზივით ამოგხდეს სული. აბა, რაღას უყურებო! — დაუტია სიკვდილმა ფრან-ჩესკოს.
— გეხვეწები, დამაცადე, მამლის ყივილამდე მაინც ნუ მახლებ ხელსო!
— არა, ვერ დაგაცლიო.
— ერთი საათი მაინც მადროვე!
— არც ერთ წუთს არ გადროვებო! — მტკიცედ უთხრა სიკვდილმა.
— კარგი, რაკი ასეთი გულქვა ხარ, ჩაძვერ ტომარაშიო! — დაიყვირა ფრან-ჩესკომ.
აკანკალდა სიკვდილი, ააჩხარუნა ძვლები, მაგრამ რას გააწყობდა ავი დედა-ბერი, თავდაყირა გადაეშვა ფრანჩესკოს ტომარაში.
იმავე წუთს კრენოს ტბის ფერიათა დედოფალი გამოჩნდა. სულ არ შეცვლი-ლიყო, ისეთივე ნორჩი, ჯავარსრული, შუქმფინარი იყო, როგორც მაშინ, როცა ფრანჩესკო პირველად შეხვდა.
— გმადლობთ, ფერიათა დედოფალო! — შესძახა ფრანჩესკომ. მერე სიკ-ვდილს უთხრა, ამოდი ტომრიდან და დამელოდეო.
— ფრანჩესკო, შენ ბოროტად არ გამოგიყენებია ჩემგან მონიჭებული ძალა. ჩემგან ბოძებული ტომარა და კომბალი მხოლოდ კეთილ საქმეს ამსახურე. ამისთვის მინდა დაგაჯილდოვო. მითხარი, რა გსურსო? — ჰკითხა ფერიათა დედოფალმა.
— არაფერი არ მინდა, ფერიათა დედოფალო, — უპასუხა ფრანჩესკომ.
— თუ გინდა, დიდებულად გაქცევ!
— არა.
— თუ გინდა, ხელმწიფედ დაგსვამ!
— არა.
— მოხუცებულხარ, ფრანჩესკო. გინდა, ჭაბუკად გაქცევ და ჯან-ღონით აგავ-სებ!
— შენ გიხილე და აღარაფერი მინდაო, — უპასუხა ფრანჩესკომ.
— მაშ, მშვიდობით, ფრანჩესკო. ოღონდ ჯერ ტომარა და კომბალი დაწვიო! — უთხრა ფერიათა დედოფალმა და გაუჩინარდა.
ფრანჩესკომ დაანთო ცეცხლი, დააგუზგუზა დიდი კოცონი, ჩაყარა შიგ ტო-მარა და კომბალი, რომ ვინმეს ბოროტად არ გამოეყენებინა მათი ძალა.
სიკვდილი ბუჩქს ამოფარებოდა და ელოდა.
— ყიყ-ლი-ყო! ყიყ-ლი-ყოო! — დაიყივლა მამალმა.
მაგრამ ფრანჩესკოს აღარ გაუგონია მამლის ყივილი. წლებმა თავისი ჰქნა.
— ფრანჩესკო, მამალი ყივისო, — უთხრა სიკვდილმა, წამოუსვა ბერიკაცს ცელი, აიტაცა მისი გვამი და გაფრინდა.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button