სურათებიფლორა & ფაუნა

თეთრი ვეფხვები

თეთრი ვეფხვი წარმოადგენს ბენგალური ვეფხვის რეცესიულ მუტანტს, რომელიც ბუნებაში გვხვდება ინდოეთის რამდენიმე შტატის ტერიტორიაზე – ასამში, ბენგალში, ბიჰარში და განსაკუთრებით რევაში. თეთრი ვეფხვი უფრო ხშირად იბადება და ზრდასრულ ასაკშიც უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ჩვეულებრივი ფერადი ვეფხვი, რომელსაც არ აქვს თეთრი ფერის გენი.


ნიუ-დელის ზოოპარკის დირექტორმა 1960-იანებში, კაილაშ სანკალამ განაცხადა, რომ «შესაძლოა, თეთრი გენის ერთ-ერთი ფუნქცია იყოს პოპულაციაში გენის რაოდენობის მხარდაჭერა, თუკი, რა თქმა უნდა, ამის საჭიროება დადგება».


ბენგალური ვეფხვის ქვესახეობაში შავი ზოლების მქონე თეთრი წარმომადგენლებიც არსებობენ. მსგავსი რამ შეიძლება იყოს ამურის ვეფხვშიც, ისტორიაში კი იგივე რამ სხვა სახეობებშიც აღუწერიათ.


მსოფლიო მასშტაბით ზოოპარკებში რამდენიმე ასეული თეთრი ვეფხვია, მათ შორის ასამდე – ინდოეთის ტერიტორიაზე.


თუმცა მათი რიცხვი თანდათან მცირდება.


თანამედროვე თეთრი ვეფხვების პოპულაციაში შედის წმინდა ბენგალის და ჰიბრიდული (ბენგალურ-ამურის) ვეფხვები, თუმცა უცნობია, რეცესიული გენი მხოლოდ ბენგალური ქვესახეობიდან მოდის თუ ამურის ვეფხვის წინაპრებსაც გააჩნდათ.


თეთრი ვეფხვი იბადება, როგორც გენომში რეცესიული ალელის ჰომოზიგოტური გამოვლენის შედეგი.


სტატისტიკურად, ბუნებაში ყოველი მე-15,000 ბენგალური ვეფხვი თეთრი იბადება.


თეთრი ამურის (ციმბირული) ვეფხვების არსებობა მეცნიერულად არაა დადასტურებული, თუმცა არსებობს გადმოცემები, რომ თეთრი ვეფხვები შენიშნეს იმ რეგიონებში, სადაც ციმბირის ვეფხვები ბინადრობენ.


შესაძლოა, ციმბირულ ვეფხვებში ეს რეცესიული გენი არ არსებობდეს. ტყვეობაში თეთრი ციმბირული ვეფხვი არასდროს დაბადებულა, მიუხედავად იმისა, რომ მათ აქტიურად ამრავლებენ.


სხვადასხვა ტერიტორიებზე მობინადრე ამურის ვეფხვების შეჯვარებისას (რაც გენეტიკის განმტკიცებისთვის ხდება ხოლმე) შეიძლება თავი იჩინოს ამ გენმა და თეთრი ბოკვერი დაიბადოს, თუმცა ეს ჯერჯერობით დაუდასტურებელი მოსაზრებაა.


ცნობილი თეთრი ამურის ვეფხვები რეალურად არ არიან წმინდა სისხლის წარმომადგენლები.


რეალურად ეს ბენგალურ ვეფხვთან შეჯვარების შედეგია.


თეთრი ბეწვის წარმომშობი გენი საკმაოდ გავრცელებულია ბენგალურ ქვესახეობაში, თუმცა ტყვეობაში მსგავსი ვეფხვები იშვიათად იბადებიან.


თეთრი ვეფხვი არ ითვლება ვეფხვის ქვესახეობად, არამედ უკვე არსებული ქვესახეობის მუტაციური ვარიანტია.


თუკი ოდესმე დაიბადება სუფთა სისხლის თეთრი ამურის ვეფხვი, მას არ გამოიყენებენ სელექციური შეჯვარებისთვის სახეობის შესანარჩუნებლად.


თუმცა მას მაინც ჩართავენ შეჯვარების პროგრამაში – მეტი თეთრი ამურის ვეფხვის მისაღებად.


პოპულარობისა და იშვიათობის გამო თეთრი ვეფხვები ადვილად ხდებიან ზოოპარკის ვარსკვლავები.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button