ზღაპარისაბავშვო

როგორ მოხვდა მწყემსი სასახლეში – იტალიური ზღაპარი

ერთი ბიჭი ცხვრის ფარას მწყემსავდა. ბატკანი დიდ თხრილში ჩაუვარდა და დაეხრჩო.
დედ-მამას ბიჭი არ უყვარდა. ბატკნის დახრჩობა რომ გაიგეს, გაუჯავრდნენ, მაგრად მიტყეპეს და უკუნეთ ღამეში შინიდან გააგდეს. წავიდა ცხარე ცრემლე-ბით ატირებული ბიჭი, დიდხანს იხეტიალა და ბოლოს ერთ კლდეს მიადგა. კლდეს ფართო ნაპრალი ჰქონდა. შეიტანა ბიჭმა იმ ნაპრალში ხმელი ფოთო-ლი, დააფინა ძირს და დაწვა. დაწოლით კი დაწვა, მაგრამ ისე სციოდა, ისე გაი-თოშა, რომ თვალი ვერ მოხუჭა.
შუაღამე იქნებოდა, ერთი კაცი მივიდა ბიჭთან და უთხრა:
— ჩემს საწოლზე დაწოლილხარ, თავხედო! აქ რას აკეთებ ამ შუაღამისასო?
შიშით აკანკალებულმა ბიჭმა უამბო, როგორ გააგდეს სახლიდან და შეეხვე-წა, ღამე გამათევინეო.
— ხმელი ფოთოლი დაფინე ძირს? ყოჩაღ, ბიჭო. მე კი ვერ მოვისაზრე… რა გაეწყობა, დარჩი აქ, — უთხრა კაცმა და ბიჭის გვერდით დაწვა.
ბიჭი მოიკუნტა, უცნობი არ შევაწუხოო, არ ინძრეოდა, თავი მოიმძინარა, მაგრამ ცალი თვალით კაცს უთვალთვალებდა. არც იმ კაცს ეძინა, რაღაცას დუდღუნებდა ცხვირში. ეგონა, ბიჭს სძინავსო.
— რა ვაჩუქო ამ ბიჭს? ჩემს თავშესაფარში ხმელი ფოთოლი დაუფენია. ახლა მოიკუნტა, ჩემი შეწუხება არ უნდა. მოდი, სუფრას ვაჩუქებ. გაშლის თუ არა სუფრას, რა გინდა სულო და გულო, ათასნაირი საჭმელ-სასმელით გაივსება… ზარდახშასაც ვაჩუქებ, როგორც კი ახდის სახურავს, ოქროს მანეთიანი დახ-ვდება შიგ. ეჰ, რაც არი, არი, ბარემ პირის გარმონსაც ვაჩუქებ, ჩაჰბერავს თუ არა, ირგვლივ ყველაფერი ცეკვა-თამაშს დაიწ-ყებსო…
ბიჭს იმ კაცის დუდღუნზე ჩაეძინა. ირიჟრაჟა თუ არა, თვალი გააჭყიტა, მიი-ხედ-მოიხედა, უცნობი არსად ჩანდა, ალბათ დამესიზმრა ყველფერიო. თქვა, წამოჯდა თუ არა, იქვე დაწყობილი საჩუქრები დაინახა. კაცი კი სახეზეც არ ახ-სოვდა, რო- გორი იყო.
მწყემსი გზას გაუდგა. იარა, იარა და ერთ ქალაქში შევიდა. ქალაქში ხალხი დიდი ასპარეზობისათვის ემზადებოდა. ასპარეზობაში გამარჯვებულს ჩემს ქალს ცოლად გავატან და მთელ სიმდიდრესაც დავუმტკიცებო, გამოუცხადე-ბია იმ ქვეყნის ხელმწიფეს.
ჩემი ზარდახშის გამოცდის დრო დადგა. თუ მართლა სჭრის ფულს, მეც მი-ვიღებ ამ ასპარეზობაში მონაწილეობასო, — გაიფიქრა ბიჭმა და ხან ახდიდა, ხან დახურავდა ზარდახშას სახურავს. როგორც კი სახურავს ახდიდა, ოქროს მანეთიანი გაჩნდებოდა ზარდახშაში. იყიდა მწყემსმა ჯიშიანი ცხენები, მდიდ-რული აბჯარი, უფლისწულის შესაფერი ტანსაცმელი, დაიქირავა მსახურები და საჭურველთმტვირთველები, მერე ხმა დაყარა, პორტუგალიელი უფლის-წული ვარო. მწყემსმა ყველა შეჯიბრში გაიმარჯვა და ახლა ხელმწიფეს მიცე-მული სიტყვა უნდა შეესრულებინა.
მწყემსი ცხვრებში იყო გაზრდილი, სასახლის წესების არაფერი გაეგებოდა. საჭმელს ხელით ჭამდა, ხელს სუფრაზე იწმენდდა. წარჩინებული კარისკაცე-ბის ცოლებს მხარზე ხელს უტყაპუნებდა. შეეჭვდა ყველა. ხელმწიფემ გაიფიქ-რა, ეს უფლისწული არ იქნებაო, და ხელად აფრინა შიკრიკები პორტუგალიაში.
შიკრიკები მალე დაბრუნდნენ დ მოახსენეს: პორტუგალიელი უფლისწული წყალმანკით არის ავად და თავისი სასახლიდან ფეხი არ მოუცვლიაო.
ხელმწიფემ ბრძანა, ცრუპენტელა საპყრობილეში ჩააგდეთო. საპყრობილე სწორედ სანადიმო დარბაზის ქვეშ იყო. სტაცეს ხელი მწყემსს და საკანში უკრეს თავი. იქ უკვე იჯდა ცხრამეტი კაცი. ყველას გაეგო პორტუგალიელი უფლის-წულის ამბავი, ხორხოცითა და ღრიანცელით შეხვდნენ მწყემსს, მაგრამ მწყემ-სმა აინუნში არ ჩააგდო მათი დაცინვა.
შუადღეზე ციხის დარაჯმა ბადიით ლობიოს შეჭამანდი შეუტანა ტუსაღებს, მიირბინა მწყემსმა ბადიასთან, გაჰკრა ფეხი და გადააპირქვავა.
— რა ჩაიდინე, შე სულელო. რაღა ვქნათ ახლა? იოლად არ ჩაგივლის ეს ამბა-ვიო, — აგნიასდნენ ტუსაღები.
— დაწყნარდით და მიყურეთო, — მიუგო მწყემსმა, მერე ჯიბიდან სუფრა ამოიღო, — საჭმელ-სასმელი ოცი კაცისთვისო! — ჩაუთქვა და გაშალა.
თვალის დახამხამებაში აივსო სუფრა ნაირ-ნაირი, ნუგბარ-ნუგბარი საჭმე-ლებით და ღვინით. ჩიტის რძე არ აკლდათ. ტუსაღები სიხარულით ცას ეწივ-ნენ.
იმ დღის მერე, შემოიტანდა თუ არა დარაჯი ბადიით ლობიოს შეჭამანდს, მივიდოდა ერთ-ერთი ტუსაღი, გაჰკრავდა ფეხს ბადიას და გადააპირქვავებდა. ლობიოს არ ჭამდნენ, მაძღრები და მხიარულები კი იყვნენ. დარაჯმა ხელმწი-ფეს მოახსენა, ასე და ასეა საქმეო. დაინტერესდა ხელმწიფე და საპყრობილეში ჩავიდა, იკითხა, რა ამბავიაო.
მწყემსი წინ წადგა.
— იცოდეთ, თქვენო უდიდებულესობავ, ჩემს ამხანაგებს მე ვარჩენ. არაფერი არ აკლიათ, მგონი, თქვენი ბრწყინვალების სუფრაზეც არ იქნება ის სიუხვე, როგორიც ჩვენს სუფრაზეა. თუ გვიკადრებთ, დაბრძანდით და ჩვენთან ერთად შეექეცით. დარწმუნებული ვარ, კმაყოფილი დარჩებითო.
— კარგიო, — დაეთანხმა ხელმწიფე.
მწყემსმა სუფრა გაშალა და ჩაუთქვა:
— საჭმელ-სასმელი ოცდაერთი კაცისთვის, ოღონდ ხელმწიფის საკადრისი იყოს ყველაფერიო.
ხელად გაჩნდა ისეთი საჭმელ-სასმელი, რომ უკეთესს კაცის გული ვერ ინატრებდა. დააჭყიტა ხელმწიფემ თვალი. მიუჯდა სუფრას პატიმრებთან ერ-თად და დიდი სიამოვნებით შეექცა. კარგად რომ დანაყრდნენ, ხელმწიფემ მწყემსს უთხრა:
— სუფრა მომყიდეო.
— რატომაც არა, თქვენო უდიდებულესობავ? მოგყიდით, ოღონდ ერთი პი-რობით. ერთი ღამე თქვენს ასულთან, ჩემს საცოლესთან გამატარებინეთო.
— რატომაც არა, ტუსაღო! — უპასუხა ხელმწიფემ, — ოღონდ მეც პირობას დაგიდებ: საწოლის ნაპირზე დაწვები, მთელი ღამე არ გაინძრევი და არც კრინტს დაძრავ. რვა დარაჯს დავაყენებ, კარ-ფანჯარას გავაღებ, ჭაღსაც ავანთე-
ბინებ. თუ თანახმა ხარ ასეთ პირობაზე, ხომ კარგი, არადა მშვიდობით ბრძან-დებოდეო.
— თანახმა ვარ, თქვენო უდიდებულესობავ, დაჰკარით ხელიო, — წამოიძახა მწყემსმა.
ასე ჩაიგდო ხელმწიფემ მწყემსის სუფრა ხელში. ვაჟმა კი მისი ქალის გვერ-დით გაატარა ღამე, მაგრამ ქალისთვის არც ხმა გაუცია, არც თითი მიუკარებია. დილით საპყრობილეში რომ დაბრუნდა მწყემსი, ტუსაღებმა მასხარად აიგდეს:
— ერთი ამ პორტუგალიელ უფლისწულს უყურეთ. არა, შე ვირო, ნუთუ არ იცი, რომ დღეიდან ლობიოს შეჭამანდზე დავრჩით. კარგი დაგემართოს, კარ-გად შენ გაურიგდი ხელმწი-ფესო.
— განა ფულზე ვერ ვიყიდით, რაც მოგვესურვებაო? — მშვიდად მიუგო მწყემსმა.
— ფულით? მერე რომელს უჩხრიალებს თუნდაც ერთი გროშიო?
— დამშვიდდით, დამშვიდდითო, — თქვა მწყემსმა და ამოიღო და ამოიღო ზარდახშიდან ოქროს მანეთიანები. იმ დღიდან მოყოლებული, მახლობელი ოსტერიიდან უზიდავდნენ ტუსაღებს გემრიელ საჭმელებს. ლობიოს შეჭამან-დიან ბადიას კი ძველებურად აპირქვავებდნენ.
დარაჯი ისევ ეახლა ხელმწიფეს და მოახსენა, ასე და ასეა საქმეო. ჩავიდა ხელმწიფე ჯურღმულში და ზარდახშას ამბავი რომ გაიგო, ახლა მისი ხელში ჩაგდება მოუნდა.
— ვერ მომყიდი ზარდახშასო? — ჰკითხა მწყემსს.
— მოგყიდით, თქვენო უდიდებულესობავ, _ ოღონდ იმავე პირობითო.
დაეთანხმა ხელმწიფე, მისცა მწყემსმა ზარდახშა და ის ღამეც ხელმწიფის ქა-ლის გვერდით გაატარა, მაგრამ ისევ გაუნძრევლად იწვა და კრინტი არ დაუძ-რავს.
მეორე დილით საპყრობილეში რომ დაბრუნდა მწყემსი, ტუსაღებმა ისევ გა-ქირდეს:
— ეს რა ჩაიდინე, ახლა ხომ ვეღარ ავცდებით ლობიოს შეჭამანდს, ჰო, ჰო, ჰო, რას ვიმხიარულებთო!
— სიმხიარულეს წინ რა უდგას. საჭმელი თუ არ გვექნება, ვიცეკვებთო, — მიუგო მწყემსმა.
ამოიღო მწყემსმა გარმონი, ჩაჰბერა და დატრიალდნენ ტუსაღები მის გარშე-მო, ააჟღარუნეს ბორკილები. მენუეტს გავოტი ცვლის, გავოტს _ ვალსი… მოირ-ბინა ციხის დარაჯმა, დაპროწიალდა ისიც, გასაღებების აცმულა ააწკარუნა.
ამ დროს სანადიმო დარბაზში ხელმწიფე და მისი სტუმრები მაგიდას შემო-უსხდნენ. როგორც კი საპყრობილედან გარმონის ჭყვიტინი მოესმათ, წამოც-ვივდნენ და ფეთიანებივით ჩამოუარეს. მანდილოსნები ლაქიებთან ცეკვავ-დნენ, კარისკაცები _ მზარეულ ქალებთან. დატრიალდა ავეჯიც, ჭიქები თეფ-შებს ეჯახებოდა და იმსხვრეოდა. შემწვარი წიწილები ფრთას შლიდნენ და მიფრინავდნენ, ვინ კედელს ენარცხებოდა, ვინ ისე ხტოდა, რომ ჭერს ურტყამ-და თავს. ხელმწიფე ცეკვავდა და ყვიროდა, ახლავე შეწყვიტეთ ცეკვაო. უცებ
მწყემსმა დაკვრა შეწყვიტა. შეწყდა თუ არა მუსიკის ხმა, მუხლმოკვეთილი, არაქათგამოცლილი ქალი და კაცი, სულ პანტაპუნტით დაცვივდა ძირს.
აქოშინებული ხელმწიფე საპყრობილეში ჩავარდა.
— რომელი მასხარაობსო?
მწყემსი წინ წადგა და მოახსენა:
— მე, თქვენო უდიდებულესობავ. თუ არა გჯერათ, ახლავე დაგარწმუნებ-თო, — აიღო გარმონი და ჩაჰბერა. ხელმწიფემ მაშინვე ფეხი ასწია.
— გაჩერდი, გაჩერდი, არ დაუკრაო, — შეევედრა მწყემსს. — მოდი, ეგ გარ-მონიც მომყიდეო.
— რატომაც არა, თქვენო უდიდებულესობავ? მაინც რა პირობითო? — ჰკით-ხა მწყემსმა.
— იმავე პირობით, როგორც უწინ.
— არა, თქვენო უდიდებულესობავ. ახლად უნდა შევთანხმდეთ: არადა და-ვუკრავო.
— არა, არა, ნუ დაუკრავ, მითხარი, რა გინდაო?
— ნება მიბოძეთ ამაღამ თქვენს ასულს ხმა გავცეო.
დაფიქრდა ხელმწიფე და ბოლოს თანხმობა მისცა.
— ოღონდ უწინ თუ რვა კაცი იდგა დარაჯად, ახლა თექვსმეტს დავაყენებ და ორ ჭაღს ავანთებინებო, — უთხრა ხელმწიფემ.
— როგორც გენებოთ, თქვენო უდიდებულესობავო!
საღამოს ხელმწიფემ თავისი ქალი იხმო და ჩუმად უთხრა:
— კარგად დაიხსომე, რასაც გეტყვი. ამაღამ იმ ავაზაკმა რაც არ უნდა გით-ხრას, ყველაფერზე არა უთხარი. ‘არა, არას» მეტი არაფერი წამოგცდეს, თორემ მტერსა და ავს, შენ დღეს დაგაყრიო.
ქალი დაჰპირდა, ხმას არ გავცემო.
დადგა დაწოლის დრო. შევიდა მწყემსი დარაჯებით სავსე, გაჩახჩახებულ ოთახში და ხელმწიფის ქალის საწოლის ნაპირზე გაწვა.
— ჩემო მეუღლევ, ასეთ სიცივეში კარ-ფანჯარა გაფრიალებული რომ არის, მოგწონსო? — ჰკითხა მწყემსმა ქალს.
— არაო, — მიუგო ქალმა.
— გესმით, დარაჯებო? ხელმწიფის ქალმა ბრძანა კარ-ფანჯრები დახურეთო, — უყვირა მწყემსმა დარაჯებს.
დარაჯებმა ბრძანება შეასრულეს.
თხუთმეტ წუთს არ გაუვლია, რომ მწყემსმა ისევ უთხრა ქალს:
— ჩემო მეუღლევ, დარაჯებით გარშემორტყმული რომ ვწევართ, მოგწონსო?
— არაო, — მიუგო ქალმა.
— გესმით, დარაჯებო? ხელმწიფის ქალი ბრძანებს, დატოვეთ ოთახი და ჩემ-მა თვალებმა აღარ დაგინახოთო, — მიუბრუნდა მწყემსი დარაჯებს.
დარაჯებს გაუკვირდათ, მაგრამ რას იზამდნენ, დაემორჩილნენ ხელმწიფის ქალის ბრძანებას და დასაძინებლად წავიდნენ.
თხუთმეტი წუთის შემდეგ მწყემსმა ისევ წამოიწყო:
— ჩემო მეუღლევ, ორი ჭაღით გაბრდღვიალებულ ოთახში რომ ვწევართ მოგწონსო?
— არაო, — მიუგო ქალმა.
ადგა მწყემსი, ჩააქრო ჭაღები. ოთახი ჩაბნელდა. ვაჟი ისევ საწოლის ნაპირზე დაწვა და ქალს ჰკითხა:
— ჩემო ძვირფასო, მე და თქვენ კანონიერი ცოლ-ქმარი ვართ, მაგრამ ისე შორსა ვართ, თითქოს ეკლიანი ღობე გვაშორებდეს ერთმანეთს. მითხარი, მოგ-წონსო?
— არაო, — მიუგო ქალმა.
დილით ხელმწიფე თავის ქალთან შევიდა.
— როგორც მიბრძანეთ, ყველაფერი ისე გავაკეთე, მაგრამ ეს ჭაბუკი მაინც ჩემი ქმარი გახდა. რაც მოხდა, მოხდა, გვაპატიეთო.
რაღას იზამდა ხელმწიფე, გამართა დიდებული ქორწილი და დიდი ასპარე-ზობა.
ასე გაუღიმა ბედმა საწყალ მწყემსს. ჯერ ხელმწიფის მემკვიდრე გახდა, მერე ხელმწიფობაც მიიღო.
მონტალე

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button