ისტორიასაინტერესო

ხელჯოხის ისტორია

„მესამე ფეხი“, ანუ ტროსტი (ხელჯოხი) – ადამიანები მას უძველესი დროიდან იცნობენ. ამ ნივთს ყოველთვის დიდი დატვირთვა ჰქონდა მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში. ტროსტი არ არის მხოლოდ საყრდენი ჯოხი ხანდაზმული ადამიანებისთვის, მას გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს.

ძველ ეგვიპტეში სპეციალური დღესასწაულიც კი იმართებოდა ღმერთ ოსირისის ტროსტის პატივსაცემად.

პირველ ტროსტად შეიძლება მივიჩნიოთ ფარაონ ტუტანჰამონის ხელჯოხი. მის სამარხში აღმოჩენილი იქნა უამრავი სხვადასხვაგვარი ხელჯოხი, მორთული ძვირფასი ქვებით, ოქროთი და ვერცხლით; ასევე, ფერადი ბუმბულით, შუშით, მბრწყინავი ძაფებით. იქვე იყო მთლიანად ოქროს ასოებით დაფარული ბამბუკის ტროსტი, რომელზეც ეწერა: „ბამბუკი, რომელიც ბრწყინვალემ და დიდებულმა საკუთარი ხელით მოჭრა, ეკუთვნის ღვთიურს!“

გასული საუკუნის დასაწყისში ტროსტი ჯერ კიდევ მოდაში იყო.

მეჩვიდმეტე, მეთვარმეტე, მეცხრამეტე საუკუნეებში ტროსტის ბრწყინვალება და სიდიადე არაფერს დაუჩრდილავს, უფრო მეტიც, ის მაღალი საზოგადოების ეტიკეტის განუყოფელ ნაწილად იქცა. ძვირფასი ტროსტების რაოდენობითა და მათი გამოყენების ტექნიკით განსაზღვრავდნენ ადამიანის სტატუსს. ყველაზე ძვირფასი ტროსტები შავი ხისგან მზადდებოდა. ტროსტის გარეშე წარმოუდგენელი იყო ცილინდრი და ფრაკი.

მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს დაიწყეს ისეთი ტროსტების დამზადება, რომელთა ბუნიკში ან საათი იყო ჩამონტაჟებული, ან – ძვირფასი თვლები. იყო შემთხვევები, როცა ბუნიკში სპეციალურ სამალავს აკეთებდნენ შხამისთვის.

წყარო
http://icode.ge

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button