ფლორა & ფაუნა

რატომ ხდებიან ტარანტულები ცისფერები?

აკრონის უნივერსიტეტის (აშშ) მეცნიერები თავს იმტვრევენ საიდუმლოზე: რატომ მიიღო ტარანტულების რვა სახეობამ ცისფერი შეფერილობა და თანაც სულ ცოტა სამი სხვადასხვა ხერხით.

ისევე როგორც ცისფერი ცხოველების უმრავლესობამ, ტარანტულებმაც ასეთი  შეფერილობა არა პიგმენტების, არამედ ნანოგანზომილების სტრუქტურების გამო მიიღეს, რომლებიც ისე გარდატეხავენ და გაფანტავენ სინათლეს, რომ ზედაპირი ცისფერი ჩანს.

ცხოველების შემთხვევაში ასეთი ფერი როგორც წესი პარტნიორის ყურადღების მისაქცევად, ანდა მტრების შესაშინებლად გამოიყენება, მაგრამ ობობების შემთხვევაში ცისფერი შეფერილობის დანიშნულება საიდუმლოდ რჩება.

ამერიკელი მეცნიერების ჯგუფმა ცისფერი 40 ტარანტულის ოპტიკური, მორფოლოგიური და ევოლუციური დეტალური ანალიზი დაასრულა. გამოსაკვლევი ობობები ტარანტულების რვა სახეობას განეკუთვნებოდნენ. მათი შეფერილობა სინათლის ტალღების ძლიერ ვიწრო დიაპაზონში – დაახლოებით 450 ნანომეტრში აღმოჩნდა.

ეს ნიშნავს, რომ მათი ასეთი შეფერილობის შესაძლო მიზეზი, ბუნებრივი გადარჩევა იყოს. მაგრამ რამ აიძულა ობობები ცისფრად შეღებილიყვნენ?

არაა გამორიცხული, რომ ეს ფერი რაიმე სხვა ფიზიკური თვისების თანმდევი ეფექტი იყოს, მაგალითად დასველებისგან თავის აცილების. მაგრამ ასეთ შემთხვევაში ტარანტულების ყველა სახეობას ბუსუსების ერთნაირი მოლეკულური სტრუქტურა უნდა ჰქონდეს.

 მაგრამ ეს ასე არაა. მკვლევარებმა ტარანტულებში სულ ცოტა სამი განსხვავებული ნანოკონფიგურაცია აღმოაჩინეს, მათ შორის მრავალფენოვანი უჯრედოვანი და ღრუბლის მაგვარი სტრუქტურებიც კი.

ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ობობებს ცისფერი ფერი პარტნიორების მოსაზიდად სჭრიდებოდეთ, ვინაიდან ტარანტულებს ძალიან ცუდი მხედველობა აქვთ და ფერი შეწყვილებისას არავითარ როლს არ თამაშობს.

სავარაუდოთ ობობებს ცისფერი ფერი მტრების გასაფრთხილებლად სჭირდებათ, მაგრამ რომელ მტერს განეკუთვნება ეს გაფრთხილება, გამოცანად რჩება.

წყარო: alioni.info

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button