ანიმენარუტო

ანიმე ნარუტო – ამეგაკურე

ამეგაკურე (雨隠れの里, ამეგაკურე ნო სატო, ქართ. „წვიმაში დამალული სოფელი“) უსახელო ქვეყანაში მდებარე დამალულ სოფელს წარმოადგენს. იგი მჭიდროდაა დასახლებული და აქტიურ მრეწველობას ეწევა. სოფელში უამრავი ცათამბჯენია, რომელთა წვეროებზე ერთმანეთში გადახლართული ელექტროსადენებია გადაჭიმული. მის გარშემო რამდენიმე პატარა სოფელი მდებარეობს. ამეგაკურეში წვიმა თითქმის არასდროს ჩერდება.

მესამე მსოფლიო ომის დროს ამეგაკურე დიდებული ქვეყნების ბრძოლის ველად იქცა და თითქმის მთლიანად განადგურდა. ამავე პერიოდში დაობლდნენ იაჰიკო, ნაგატო და კონანი. მოგვიანებით, ადგილობრივთა მიერ „ღმერთად“ წოდებული ნაგატო ამეგაკურეს ლიდერი, კონანი კი მისი „ანგელოზი“ გახდა. ნაგატოს სიკვდილის შემდეგ მას კონანი ჩაენაცვლა. კატეგორია:დამალული სოფლები

Source
https://naruto.fandom.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button