ანიმენარუტო

ანიმე ნარუტო – ელვის გამოშვება

ელვის გამოშვება (雷遁, რაიტონ) – ბუნების გარდაქმნის ხუთი ძირითადი ტექნიკიდან ერთ-ერთია. მისი გამომყენებელი ჩაკრას მაღალი სიხშირით ვიბრაციით ელვას წარმოქმნის, რაც მას სწრაფად გადაადგილებისა და გამჭოლ დაზიანებათა მიყენების უნარს ანიჭებს. ელექტრობა მსხვერპლს ისე ადამბლავებს, რომ იგი მოძრაობის უნარს კარგავს. ელვის ბასრ იარაღში გადაცემა მას უფრო მახვილს ხდის და მსხვერპლის გაშეშების უნარს სძენს. როდესაც ელვის გამოშვება სხეულიდან ხდება და ტექნიკის შესრულება ფიზიკურ კონტაქტს არ საჭიროებს, იგი ნამდვილი ელვასავით სწრაფი არაა. მეტიც, იგი გაცილებით ნელია, რაც ზოგჯერ მოწინააღმდეგეს რეაგირებისთვის დროს აძლევს. ელვის გამოშვება კუმოგაკურეს შინობისთვისაა დამახასიათებელი.

ურთიერთობა სხვა ელემენტებთან
ელვა მიწაზე ძლიერია, რადგან მასში მოძრაობა ადვილად შეუძლია, თუმცა ქარზე სუსტია, რომელიც მის ბუნებრივ იზოლატორს წარმოადგენს. წყლის გამოშვება მის ეფექტს ზრდის, რადგან წყალი ელექტრობის კარგი გამტარია. შესაბამისად, თუ მოწინააღმდეგეს არსებულ წყალთან აქვს შეხება, ან თუ იგი მას თავისი ჩაკრით წარმოქმნის, ელვის გამოშვებით მისი პარალიზება ადვილადაა შესაძლებელი. ელვის გამოშვება გაცილებით ძლიერია, როცა იგი ბუნებრივ ელვას იყენებს. ძლიერი ცეცხლის გამოშვების ცაში სროლა ელვის გამოშვების ძლევამოსილი ტექნიკის შესასრულებელ პირობებს ქმნის. ელვის გამოშვება კეკკეი გენკაი შტორმის გამოშვების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

Source
https://naruto.fandom.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button