ბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Bitcoin-ის ფასის ზრდის შედეგად ძველი მაინერები კვლავ მომგებიანი გახდა

პირველი კრიპტოვალუტის ფასის ზრდამ გავლენა იქონია იმ მაინინგ-აღჭურვილობების მომგებიანობაზე, რომლებიც მოძველებულად ითვლება.

მაინინგ-პულების – PoolIn-ისა და F2Pool-ის მიერ გამოთვლილი მოგების ინდექსის თანახმად მოძველებული აღჭურვილობები, მაგალითად Bitmain-ის Antminer S9 და Canaan-ის Avalon A851 აჩვენებენ 10-20%-იან მოგებას ელექტროენერგიის საშუალო ღირებულების პირობებში (0,05 აშშ დოლარი კვტ/სთ-ში).

მოგების ყველაზე დიდ მატებას მიიღებენ ის მაინერები, რომლებმაც თავის მოწყობილობებში ეფექტურობის დონე აამაღლეს, მაგალითად გააერთიანეს ორი S9 ან შეამცირეს დატვირთვა, ძაბვა.

მომგებიანობა შეიძლება გაიზარდოს ჩინეთში წვიმის სეზონის მოახლოების გამო, რადგანაც ელექტროენერგიის ფასი შესაძლოა დაეცეს მოჭარბებული ჰიდროელექტროენერგიის გამო.

თუკი Bitcoin-ის ამჟამინდელი ფასი შენარჩუნდება, ძველი მაინერები, როგორიცაა Antminer S9, მოგების მოტანას ჰალვინგის შემდეგაც შეძლებენ. უფრო ახალი მოწყობილობები კი, მაგალითად Antminer S17, S19, ასევე WhatsMiner M20 და M30 შეძლებენ 60%-ზე მეტი მოგების მოტანას ელექტროენერგიაზე საშუალო დანახარჯებით (0.05 აშშ დოლარი კვტ/სთ-ში).

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button