ანიმენარუტო

ანიმე ნარუტო – ინ-იანის გამოშვება

ინ-იანის გამოშვება (陰陽遁, ონმიოტონ, ინიოტონ) ინის გამოშვებისა და იანის გამოშვების შერწყმით სრულდება. ინი სულიერ ენერგიას, იანი კი ფიზიკურ ენერგიას უკავშირდება, მათი კომბინაცია კი ჩაკრას ნინძიუცუდ გარდასაქმნელადაა საჭირო. იამატოს თქმით, ინისა და იანის ურთიერთმოქმედება ისეთი ტექნიკების წყაროა, როგორებიცაა ჩრდილის მიბაძვის ტექნიკა, მულტი-ზომის ტექნიკა, სამკურნალო ნინძიუცუ, გენძიუცუ და სხვა ისეთი ძიუცუები, რომლებიც რომელიმე ელემენტს არ ეფუძნებიან.

ექვსი გზის განდეგილი ინ-იანის გამოშვებას იმდენად სრულყოფილად ფლობდა, რომ ინის მეშვეობით მან თავის ფანტაზიებს ფორმა მისცა, იანით კი ისინი რეალობად აქცია და მათი გაცოცხლებაც კი შეძლო. ტობის თქმით, ამ უნარს ყოველი საგნის შექმნა ერქვა, რისი მეშვეობითაც ექვსი გზის განდეგილმა ათკუდიანის ჩაკრასგან კუდიანი ურჩხულები შექმნა. იზანაგიც ამ ტექნიკას ეფუძნება.

შესაძლოა თეთრი ზეცუ და მისი არმია მადარა უჩიჰამ ნაწილობრივ ინ-იანის გამოყენებით შექმნა.

Source
https://naruto.fandom.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button