ანიმენარუტო

ანიმე ნარუტო – კაგე

კაგე (影, ჩრდილი) შინობთა ხუთი დიდებული ქვეყნის დამალული სოფლების ლიდერების წოდებულებაა. მათ ერთად „ხუთ კაგეს“ (五影, გოკაგე, ქართ. ხუთი ჩრდილი) ეძახიან. კაგე სოფლის საქმეებს ხელმძღვანელობს − შინობის განსაზღვრული მისიის შესასრულებლად მივლინებიდან დაწყებული, მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რთული გადაწყვეტილებების მიღებით დამთავრებული. კაგე სოფლის ყველაზე ძლევამოსილ ნინძად მიიჩნევა.

მიმოხილვა
ყოველი სოფლის კაგეს განსხვავებული სახელი ჰქვია:

კონოჰაგაკურეს ჰოკაგე (火影, ცეცხლის ჩრდილი)
სუნაგაკურეს კაზეკაგე (風影, ქარის ჩრდილი)
კირიგაკურეს მიზუკაგე (水影, წყლის ჩრდილი)
კუმოგაკურეს რაიკაგე (雷影, ელვის ჩრდილი)
იუაგაკურეს ცუჩიკაგე (土影, მიწის ჩრდილი)
კაგეების მთავარი მოვალეობა სოფელზე ზრუნვაა. ისინი ერთმანეთთან იშვიათად თანამშრომლობენ. საკითხები, რომელთა გადაწყვეტა ხუთივე სოფლის ინტერესებში შედის კაგეთა სამიტზე იხილება. კატეგორია:ნინძას რანგები

Source
https://naruto.fandom.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button