ანიმენარუტო

ანიმე ნარუტო – მაგნიტის გამოშვება

მაგნიტის გამოშვება (იაპ. 磁遁, ჯიტონ) ბუნების გარდაქმნის კეკკეი-გენკაია, რომელიც ორი უცნობი ელემენტის (სავარაუდოდ, მიწისა და ქარის) კომბინირების შედეგად მიიღება. ის გამომყენებელს საშუალებას აძლევს, რომ გარდაქმნას თავისი ჩაკრა მაგნიტურ ველად, გახადოს ობიექტი მაგნიტური და, ამგვარად, მართოს საკუთარი სურვილისამებრ, მისი ფიზიკური კონტაქტის გარეშე გადაადგილების ჩათვლით. მაგნიტის გამოშვებაზე დაფუძნებული ტექნიკების ცნობილ გამომყენებელთა შორის არიან: სუნაგაკურეს მესამე, მეოთხე და მეხუთე კაზეკაგეები, კუმოგაკურესა და იშიგაკურეს ზოგიერთი შინობი, ერთკუდიანი ურჩხული შუკაკუ და ნარუტო უზუმაკი, რომელმაც აღნიშნული უნარი შუკაკუს ჩაკრას მიღების შემდეგ შეიძინა.

Source
https://naruto.fandom.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button