ანიმენარუტო

ანიმე ნარუტო – მტვრის გამოშვება

მტვრის გამოშვება (塵遁, ჯინტონ) კეკკეი ტოტაა, რასაც მიწის, ქარისა და ცეცხლის ბუნებათა ურთიერთმოქმედება წარმოქმნის. ამ ბუნების ერთადერთ ცნობილ ტექნიკას სამგანზომილებიანი ობიექტის (კუბის, კონუსის და ა.შ.) ფორმა აქვს, რაც მისი შემსრულებლის ხელებს შორის წარმოიქმნება. მას შემდეგ, რაც ამ ობიექტს მოწინააღმდეგის მიმართულებით გატყორცნიან, იგი ზომაში იზრდება და მსხვერპლს თავის შიგნით აქცევს, რის შემდეგაც მას მოლეკულებად შლის.

მტვრის გამოშვების ტექნიკის შესრულება, როგორც ჩანს, ჩაკრას დიდ რაოდენობას საჭიროებს.[1] გარდა ამისა, მის მომზადებას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. ვინაიდან მის ჩამოყალიბებაში ხელები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, ტექნიკის შეჩერების ერთ-ერთი გზა მისი გამომყენებლის ხელების გაკავებაა.[2] მას შემდეგ, რაც სამგანზომილებიანი ობიექტი მომზადდება, მისი გატყორცნა გამაუგნებელი სისწრაფით ხდება.

მტვრის გამოშვების ცნობილი მფლობელები არიან მუ და მისი მოსწავლე ონოკი. ამ უკანასკნელის განცხადებით, მტვრის გამოშვების საიდუმლოებები მას მუმ გაანდო. უცნობია, ისინი სისხლით მონათესავენი არიან, თუ არა.

Source
https://naruto.fandom.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button