განხილვაესე

ვეფხისტყაოსანი – ჭაშნაგირის დახასიათება

– „ჭაშნაგირი ერთ-ერთი ეპიზოდური პერსონაჟია. მას მელიქ-სურხავის სასახლის კარზე მნიშვნელოვანი თანამდებობა უკავია: „ისი კაცი ჭაშნაგირი დარბაზს იყო მეტად ხასი.“ ჭაშნაგირი გარეგნულადაც მშვენიერი, ახოვანი, მომხიბლავი ყმაწვილი იყო: „შემოდგა კარსა ყმა ვინმე კეკლუცი, ტან-ნაკვთიანი.“ ის ფატმანის საყვარელია და, როგორც მისი სიტყვებიდან, მოქმედებიდან ჩანს, საკმაოდ თავმოყვარე და ამაყიც: არ პატიობს საყვარელს ღალატს: „გამკიცხე, ბოზო დიაცო, და დამდევ გასათრეველად, მაგრა სცნობ ხვალე პასუხსა მაგა საქმისა მზღვეველად: ვარ შენთა შვილთა შენითა კბილითა დამაჭმეველად, დავშალო, წვერთა ფუ მიყავ, ხელიღა ვრბოდე მე ველად!“ რა თქმა უნდა, მოღალატე ქალის მისი საიდუმლოს გამჟღავნებით შანტაჟი არ ამშვენებს ჭაშნაგირს. ბოლოს და ბოლოს, ფატმანი გათხოვილი ქალი იყო და მასთან ურთიერთობას იმთავითვე ოჯახის ღალატი ედო საფუძვლად. ამ ე.წ. „სიყვარულისა“ და შანტაჟისთვის სიცოცხლით აზღვევინა მას ფატმანმა. როგორც ვხედავთ, რუსთაველი ერთი კალმის მოსმით ქმნის ჭაშნაგირის მხატვრულ სახეს, მკაფიოდ წარმოგვიდგენს მის გარეგნულ მომხიბლაობას, უფრო მეტი, გვიხატავს მის ფსიქოლოგიურ პორტრეტსაც.“ – ესე ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button