ანიმენარუტოსხვადასხვა

ანიმე ნარუტო – სენნინი

სენნინი (仙人, ქართ. „განდეგილი“, „არაამქვეყნიური ადამიანი“) ჰქვია მას, ვისაც სენძიუცუს გამოყენება და სენნინის რეჟიმში გადასვლა შეუძლია.

სენძიუცუ
სენძიუცუ (仙術, ქართ. „სენნინის ტექნიკები“) გამომყენებელს საშუალებას აძლევს, შეიგრძნოს და სხეულის ირგვლივ თავი მოუყაროს ბუნებრივ ენერგიას (自然エネルギー, შიზენ ენერუგი). ის, ვინც სენძიუცუში ვარჯიშობს, სწავლობს, თუ როგორ შეუშვას ეს ენერგია საკუთარ სხეულში და შეურიოს იგი თავის ჩაკრას, რათა ჩაკრას ახალი ტიპი – „სენძიუცუს ჩაკრა“ (仙術チャクラ, სენჯუცუ ჩაკურა) წარმოქმნას. მისი წყალობით პირს სენნინის რეჟიმში გადასვლა შეუძლია, რაც მისი ნინძიუცუს, გენძიუცუსა და ტაიძიუცუს ძლიერებას მნიშვნელოვნად ზრდის. სენძიუცუს ჩაკრას დანახვა მხოლოდ მას შეუძლია, ვინც სენძიუცუს ფლობს.

thumb|left|სენძიუცუს ჩაკრას სამი ელემენტი: ლურჯი – სულიერი ენერგია, წითელი – ფიზიკური ენერგია, მწვანე – ბუნებრივი ენერგია. სენძიუცუს შესწავლის ორნაირი გზაა ცნობილი: გომბეშოებისგან მიობოკუს მთაზე, როგორც ეს ჯირაიამ და ნარუტომ გააკეთეს ან გველებისგან რიუჩის გამოქვაბულში, ოროჩიმარუსა და კაბუტოს მსგავსად. ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, ოროჩიმარუ სენნინის ტექნიკებს ვერ იყენებდა, რადგან მან საკმარისად ძლიერი სხეული ვერ იპოვა.[1] მიუხედავად ამისა, ოროჩიმარუმ სენძიუცუს ჩაკრას გამოყენების სხვა გზა მონახა – მისი ზეცის დაწყევლილი ბეჭედი სწორედ ამ ჩაკრას იყენებს. ცნობილია სენძიუცუს მესამე ფორმაც, რომელსაც ჰაშირამა სენჯუ იყენებდა. სხვა სენნინებისგან განსხვავებით, ჰაშირამა ცხოველის არანაირ თვისებას არ ავლენდა. უცნობია, თუ სად ისწავლა მან ეს ტექნიკა.

ძალიან ცოტა ადამიანია ისეთი, ვინც სენძიუცუ დაძლია, ვინაიდან მისი შესწავლა და გამოყენება უსაფრთხო არაა – პირი შესაძლოა ვარჯიშის დროსაც კი მოკვდეს. ფუკასაკუ ამტკიცებდა, რომ მიობოკუს მთაზე მდებარე გომბეშოების ქანდაკებები უწინ ისინი იყვნენ, რომლებმაც სენძიუცუს შესწავლა მოისურვეს, თუმცა ენერგიის მართვა ვერ შეძლეს და ქვად იქცნენ.

ცნობილი სენნინები არიან: ნარუტო უზუმაკი, კაბუტო იაკუში, ჰაშირამა სენჯუ და ჯირაია.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button