ანიმენარუტოსხვადასხვა

ანიმე ნარუტო – სულის ამოცლა

ეს ტექნიკა რინნეგანის ადამიანის გზის მეშვეობით სრულდება და მსხვერპლისგან სულის ამოცლას გულისხმობს, რის შედეგადაც იგი კვდება. მას შემდეგ, რაც ტექნიკის გამომყენებელი მსხვერპლს ხელით შეეხება, ამ უკანასკნელის სული მისი ხელის მოძრაობას მიჰყვება და სხეულს ტოვებს. ამავე ტექნიკით სხვისი გონების წაკითხვაცაა შესაძლებელი, რაც მსხვერპლის თავზე ხელის მოთავსებით ხდება. ცნობილი არაა, შესაძლებელია თუ არა ამის გაკეთება მისი მოკვლის გარეშე, რადგან კონოჰას შინობების გონების წაკითხის შემდეგ პეინმა ყველა მათგანს ამოაცალა სული.

გამომყენებლები
ნაგატო უზუმაკი
ობიტო უჩიჰა

Source
https://naruto.fandom.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button