ანიმენარუტო

ანიმე ნარუტო – ფორმის გარდაქმნა

ფორმის გარდაქმნა (形態変化, კეიტაი ჰენკა) ჩაკრას მართვის ტექნიკას ჰქვია, რაც ჩაკრას ფორმას, მოძრაობასა და ძალას განსაზღვრავს. ბუნების გარდაქმნასთან ერთად, რაც ჩაკრას ბუნებას – მის თვისებებსა და მახასიათებლებს ცვლის, ფორმის გარდაქმნა ძიუცუს შესასრულებლადაა საჭირო. მათი კომბინაციის კარგი მაგალითია ქარის გამოშვება: რასენშურიკენი, რაც ქარის გამოშვებისა და დიდი სისწრაფით მბრუნავი ჩაკრას ურთიერთმოქმედებით მიიღება.

ფორმის გარდაქმნის საუკეთესო ნიმუშია რასენგანი, რაც ფორმის მართვის უმაღლეს დონედაა მიჩნეული. რასენგანი, რაც მეოთხე ჰოკაგემ გამოიგონა, დიდი სისწრაფით მბრუნავი ჩაკრაა, რასაც სფეროს ფორმა აქვს. მის წარმოქმნას ხელის ნიშნების გამოყენება არ სჭირდება.

ჩაკრას ფორმის გარდაქმნის სხვა შემთხვევაა, როდესაც ჯინჩურიკი კუდიანი ურჩხულის ფაზაში გადადის. ამ დროს მას ამ უკანასკნელის ჩაკრა ფარავს და ურჩხულის გარეგნობას აძლევს.

Source
https://naruto.fandom.com/ka/wiki/%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%90

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button