ახალი ამბებითამაშები

Cyberpunk 2077 წინასწარი შეკვეთების მოცულობით ლიდერობას ინარჩუნებს Steam-ის გაყიდვების რეიტინგში

Valve-მ განაახლა ფინანსურად ყველაზე წარმატებული ათი თამაშის ჩამონათვალი Steam-ზე. პირველი ადგილი უცვლელი დარჩა – მას კვლავ იკავებს წინასწარი შეკვეთები Cyberpunk 2077-ზე, რომლის რელიზი დაახლოებით ერთ კვირაში შედგება. გასულ კვირაში რეიტინგში ბევრი რამ შეიცვალა: მაგალითად, მესამე ადგილზე გავიდა Football Manager 2021, ათეულში დაბრუნდა PUBG, Death Stranding და DOOM Eternal. 

გასული კვირის ლიდერების ათეული შემდეგნაირად გამოიყურება: 

  • Cyberpunk 2077 (წინასწარი შეკვეთა); 
  • Valve Index VR Kit; 
  • Football Manager 2021; 
  • Phasmophobia; 
  • Hades; 
  • Red Dead Redemption 2; 
  • Halo The Master Chief Collection; 
  • PlayerUnknown’s Battlegrounds; 
  • Death Stranding; 
  • DOOM Eternal. 

საინტერესოა, ზედიზედ კიდევ რამდენი კვირა შეინარჩუნებს ლიდერობას Cyberpunk 2077 Steam-ის გაყიდვების რეიტინგში. ეს თამაში გვევლინება როგორც წლის, თუ არა მთელი ათწლეულის, ყველაზე დიდი მოლოდინის გამომწვევი თამაში. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button