ახალი ამბებიკომპიუტერული ტექნოლოგია

Apple-მა წარადგინა საფირმო პროცესორი Apple M1 Mac-კომპიუტერებისთვის

Apple-ის პრეზენტაცია დაიწყო მთავარით, რასაც კომპანიის ბევრი გულშემატკივარი ელოდა – Mac-კომპიუტერებით. პირველი წარდგენილი პროდუქტი იყო ჩიპი Apple M1. არანაირი ადაპტირებული Apple A14 Bionic. A-სერია კვლავ რჩება iPhone-სა და iPad-ს.

Apple M1 – ეს გახლავთ 5-ნანომეტრიანი სისტემა 16 მლრდ ტრანზისტორის მქონე ჩიპზე. მასში განთავსებულია რვა CPU ბირთვი, რვა გრაფიკული ბირთვი, ასევე 16-ბირთვიანი გამომთვლელი ნეირობლოკი. CPU-ის ნაწილი შედგება ორი კლასტერისგან: ოთხი მძლავრი და ოთხი ენერგოეფექტური ბირთვისგან. გრაფიკული პროცესორი მოიცავს 128 ბლოკს, მისი წარმადობა აღწევს 2.6 Tflops-ს, რაც ცოტა ნამდვილად არ არის. 

image.jpeg

გასული თაობის პროცესორების ფონზე, რომლებიც Mac-კომპიუტერებსა და MacBook-ლეპტოპებში გამოიყენებოდა, ახალ Apple M1 ჩიპს ყველაზე მაღალი წარმადობა გააჩნია მოხმარებულ ვატ ენერგიაზე – ორჯერ მეტი ძველად გამოყენებულ დესკტოპ-პროცესორებთან შედარებით. 

image.jpeg

ასევე, ლეპტოპებსა და კომპიუტერებს, რომლებიც მუშაობენ Apple M1-ზე, ექნებათ ძილის რეჟიმში ფონური ამოცანების შესრულების შესაძლებლობა: მომხმარებელი შეძლებს დაიწყოს ფილმის ან თამაშის ჩამოტვირთვა, დახუროს ლეპტოპი, ჩამოტვირთვა კი მაინც გაგრძელდება. 

image.jpeg

კომპანიამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ასევე მონაცემთა აპარატულ შიფრირებას. პროგრამული უზრუნველყოფის კუთხით დეველოპერები მიიღებენ ორივე პლატფორმაზე – Apple-სა და Intel-ზე – აპლიკაციების შექმნისა და ოპტიმიზაციისთვის აუცილებელ ინსტრუმენტებს. Apple-ის პროცესორებზე აგრეთვე შესაძლებელი იქნება გაეშვას iPhone-სა და iPad-ზე შექმნილი აპლიკაციები და თამაშები. 

სამომავლოდ იგეგმება ყველა კომპიუტერისა და ლეპტოპის გადასვლა საფირმო პლატფორმაზე. პირველი მოწყობილობები Apple M1 ჩიპის ბაზაზე გახდნენ MacBook Air 2020, Mac Mini 2020 და MacBook Pro 13 Pro 2020. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button