ანიმენარუტო

ანიმე ნარუტო – ჰაშირამა სენჯუ

ჰაშირამა სენჯუ (千手 柱間, სენჯუ ჰაშირამა) შინობთა პირველი დამალული სოფლის – კონოჰაგაკურეს თანადამაარსებელი, პირველი ჰოკაგე და სენჯუს კლანის ლიდერი იყო. იგი კურამას პირველი ჯინჩურიკის – მიტო უზუმაკის მეუღლე და მეხუთე ჰოკაგეს – ცუნადეს ბაბუა იყო. ჰაშირამა თავისი ეპოქის სახელგანთქმული შინობი იყო, რომელსაც „შინობთა ღმერთს“ ეძახდნენ. იგი ერთადერთი იყო თავის კლანში, რომელიც ბუნებრივად ფლობდა კეკკეი გენკაი ხის გამოშვებას.

თუმცა ჰაშირამა ომიანობის დროს ცხოვრობდა და უჩიჰას ხელით მოკლული ძმის დასაფლავებას არაერთხელ დასწრებია, იგი არ კარგავდა ბედნიერი მომავლის იმედსა და მშვიდობისთვის ბრძოლის ჟინს. ბავშვობაში ჰაშირამა მადარა უჩიჰას დაუმეგობრდა, რომელმაც, მოგვიანებით, თავი მის მტრად გამოაცხადა მათ კლანებს შორის არსებული შუღლის გამო. ამის მიუხედავად, ჰაშირამამ მაინც შეძლო სენჯუსა და უჩიჰას კლანებს შორის ურთიერთობის მოწესრიგება და მადარასთან ერთად კონოჰა დააარსა. მათი მეგობრობა მას შემდეგ დასრულდა, რაც ტობირამა სენჯუმ ჰაშირამას მიერ სოფლის ლიდერად მადარას კანდიდატურის წამოყენება გააპროტესტა.

მოგვიანებით, დამალული სოფლების გათანაბრების მიზნით ჰაშირამამ კუდიანი ურჩხულების დაჭერა დაიწყო და ისინი სოფლებს დაურიგა. კურამა მან მადარასთან ხანგრძლივი ბრძოლის შედეგად ჩაიგდო ხელში და თავის მეუღლეში ჩაბეჭდა.

ჰაშირამა მისი ძმის – ტობირამას მმართველობის პერიოდში, ერთ-ერთ ბრძოლაში დაიღუპა, თუმცა უწმინდური მსოფლიო რეინკარნაციის მეშვეობით ოროჩიმარუმ იგი ორჯერ გააცოცხლა: პირველად კონოჰაზე თავდასხმისას, როდესაც მან იგი მესამე ჰოკაგეს დაუპირისპირა და მეორედ მეოთხე მსოფლიო ომში. მას შემდეგ, რაც ჰაშირამამ კონოჰას წარსულის შესახებ სასკე უჩიჰას კითხებს უპასუხა, იგი სხვა ჰოკაგეებთან ერთად მადარა უჩიჰას შეებრძოლა, თუმცა დამარცხდა და მისი ჩაკრას ნაწილი მადარამ შთანთქა.

სხვა
სახელები პირველი ჰოკაგე (初代火影, შოდაი ჰოკაგე)
შინობთა ღმერთი (忍の神, შინობი ნო კამი)
დებიუტი
მანგა 118-ე თავი
ანიმე ნარუტო, 69-ე სერია
ვიდეო თამაში Naruto: Ultimate Ninja 2
გამოჩნდა ანიმე, მანგა და ვიდეო თამაში
გახმოვანება
ახმოვანებს ტაკაიუკი სუგო
მონაცემები
დაბადების თარიღი 23 ოქტომბერი
სქესი მამრობითი
ასაკი გარდაცვლილი
სიმაღლე 185.1 სმ
წონა 74 კგ
წოდება ჰოკაგე
სენჯუს კლანის ლიდერი
რანგი კაგე
კლანი სენჯუ
კატეგორია:სენჯუს კლანის წარმომადგენლები

კეკკეი გენკაი ხის გამოშვება
ოჯახი
ბუცუმა სენჯუ (მამა)
იტამა სენჯუ (ძმა)
კაუარამა სენჯუ (ძმა)
ტობირამა სენჯუ (ძმა)
მიტო უზუმაკი (ცოლი)
ცუნადე (შვილიშვილი)
ნაუაკი (შვილიშვილი)

ბუნების ტიპი
ხის გამოშვება
მიწის გამოშვება
წყლის გამოშვება
ცეცხლის გამოშვება
ქარის გამოშვება
ელვის გამოშვება
ინის გამოშვება
იანის გამოშვება

იარაღები
პირველი ჰოკაგეს ყელსაბამი
ბეჭდების გრაგნილი
ხმალი

Source
https://naruto.fandom.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button