ანიმენარუტო

ანიმე ნარუტო – ტაკა

ტაკა (鷹, ქართ. „ქორი“) სასკე უჩიჰას მიერ დაარსებული გუნდია. მისი შექმნის მიზეზი იტაჩი უჩიჰას მოძიება იყო. გარდა ამისა, გუნდს ყოველგვარი პირობა უნდა შეექმნა იმისთვის, რომ სასკესა და იტაჩის ბრძოლა სხვების ჩაურევლად წარმართულიყო.

ოროჩუმარუს დამარცხების შემდეგ, გუნდის შესაქმნელად სასკემ ოტოგაკურეს სხვადასხვა ბაზები მოიარა. თანაგუნდელებად მან სუიგეცუ ჰოზუკი, კარინი და ჯუგო აირჩია და გუნდს „ჰები“ (蛇) დაარქვა, რაც „გველს“ ნიშნავს. მას შემდეგ, რაც სასკემ ტობისგან უჩიჰას კლანის ამოხოცვაში კონოჰას ბრალის შესახებ შეიტყო, მან გუნდს სახელი შეუცვალა და მიზნად კონოჰას განადგურება დაისახა.

Source
https://naruto.fandom.com/ka/wiki/%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button