ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტებიდანაშაული

Ripple-ის წინააღმდეგ კიდევ ერთი სარჩელი გაიცა

კომპანია Tetragon Financial Group-მა სარჩელი შეიტანა Ripple-ს წინააღმდეგ. 2019 წელს იგი ხელმძღვანელობდა C სერიის 200 მლნ აშშ დოლარიანი დაფინანსების რაუნდს, როდესაც XRP-ს ემიტენტი 10 მილიარდ აშშ დოლარად შეფასდა. 

image.png

Tetragon-ი დელავერის სასამართლოსგან ითხოვს, რომ მოპასუხე მხარეს აეკრძალოს ნებისმიერი სახის ლიკვიდური აქტივების გამოყენება ვადამდე და დაჩქარებული განხილვის პროცედურის გამოყენება.  

Ripple-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ Tetragon-თან კონტრაქტი ითვალისწინებს თანხის დაბრუნებას მაშინ, როდესაც XRP იქნება აღიარებული ფასიან ქაღალდად  შეერთებულ შტატებში, რაც ჯერ არ მომხდარა. 

„ეს უსაფუძვლო საჩივარია. Tetragon ცდილობს არაკეთილსინდისიერად გამოიყენოს აშშ-ის რეგულაციური გაურკვევლობა“. 

5 იანვარს Grayscale Investments-მა XRPგამორიცხა Digital Large Cap Fund-ის ტრასტიდან და დარჩენილი კრიპტოვალუტების სასარგებლოდ ყველა ტოკენი გაყიდა. გაცილებით ადრე მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს Bitwise-მა და 21shares-მა. 

Coin Metrics-ის მონაცემებით, აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) მიერ სარჩელის შეტანის შემდეგ 1 მილიონიანი XRP მისამართების რაოდენობა შემცირდა 1721-დან 1567-მდე. 

შეგახსენებთ, SEC-მა Ripple დაადანაშაულა შვიდი წლის განმავლობაში არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების 1.3 მილიარდ აშშ დოლარად გაყიდვაში. წინასწარი მოსმენა გაიმართება მიმდინარე წლის 22 თებერვალს. 

ეს პირველი სარჩელი არ არის კომპანიის წინააღმდეგ – უკვე მეორე წელია კომპანია დავობს ინვესტორებთან, რომლებიც XRP-ს არარეგისტრირებულ ფასიან ქაღალდად თვლიან. Ripple და Garlinghouse მითითებულნი არიან, როგორც მოპასუხეები, მოჩივანი კი არის Bitcoin Manipulation Abatement LLC და სარჩელს ხელმძღვანელობს ადვოკატი პაველ პოგოდინი. 

Source
.overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button