თვითგანვითარება

ლიდერობა და ადამიანური რესურსები

“ყველა გადის რთულ პერიოდს და თუ როგორ გაუმკლავდები მას, შენი შეუპოვრობისა და თავდადების დამამტკიცებელი საბუთია” -ლაკშმი მიტალი- (ინდოელი მეწარმე) პატარა სტარტაპიდან მულტინაციონალურ კომპანიამდე ზრდა საქმისთვის თავდადებული ლიდერების გარეშე, რომლებიც მომსახურე პერსონალს სტიმულს აძლევენ, შეუძლებელია. ბიზნესის გაძღოლა, ძირითადად, ადამიანური ძალის გაკონტროლებას გულისხმობს. ერთ-ერთი პოპულარული ბიზნესაფორიზმი ამტკიცებს, რომ “არ არსებობს ბიზნესპრობლემები, არსებობს ადამიანური პრობლემები” ადამიანის მართვა მარტივი არ არის, ყველა ორგანიზაცია პიროვნებათა ერთობლიობაა, რომლებიც წარმოადგენენ ამა თუ იმ კორპორაციის მოძრავ ძალასა და ხერხემალს. ეფექტიანი მმართველობა კეთილგანწყობით უყურებს ამ განსხვავებებს (კერძოდ : ყველას თავისი შეხედულებები, მოწყვლადი წერტილები, მოტივატორები, ძლიერი და სუსტი მხარეები აქვს) და ქმნის ისეთ კულტურას, სადაც ადამიანს საკუთარი ნიჭის მაქსიმალურად გამოყენება დეუძლიათ. მარტივად რომ ვთქვათ, ლიდერობა სხვა ადამიანებისთვის შესაძლებლობების შექმნაა.

Image placeholder

ლიდერები და მენეჯერები როგორც სტივ ჯობსმა თქვა, საუკეთესო ლიდერები ამ სამყაროზე თავიანთ “კვალს ტოვებენ”. ისინი არ არიან ტრადიციებით შეზღუდულნი, არასტანდარტულად აზროვნებენ და განსაკუთრებულ იდეებს ანიჭებენ უპირატესობას, რაც ანგრევს სტატუს კვოს მათ სასარგებლოდ. თანამედროვე სუპერკონკურენტულ ბაზარზე ის ლიდერები, რომლებიც გარკვეულ წარმატებას აღწევენ, არა მარტო არასტანდარტული აზროვნებით თუ გამჭრიახობით ჯობნიან კონკურენტებს და შესაბამისად, მათთან შეჯიბრებასაც იგრბენ, მთლიან ინდუსტრიებს ანადგურებენ და თამაშსაც ცვლიან. თუმცა ლიდერები სიდიადეს მარტონი როდი აღწევენ. ხშირ შემთხვევაში ისინი მენეჯერებს ეყრდნობიან. ლიდერობა ხედვაზე, ხოლო მმართველობა პროცესებზე, დაგეგმარებაზე, ბიუჯეტირებასა და კომპანიის კადრებით უზრუნველყოფაზეა კონცენტრირებული – იმაზე, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს, აკეთოს ის, რაც უნდა აკეთოს.

Image placeholder

კმაყოფილება და გამოწვევა ისეთი ორგანიზაციული კულტურის შექმნა, რომელიც გუნდურ მუშაობას ხელს უწყობს და შემოქმედებითობას აქეზებს, მუდმივ კითხვას აჩენს: “არის თუ არა ფული მთავარი მოტივატორი?” უფრო მაღალმა ხელფასმა ადამიანს ახალი სამსახურის მოძებნისკენ, უფრო სწრაფად ან გაცილებით გულმოდგინედ მუშაობისკენ შეიძლება უბიძგოს. ლიდერების საყურადღებოდ-ადამიანების მართვა საკუთარი თავის მართვასაც ნიშნავს. ბიზნესის ისტორია სავსეა მაგალითებით, როდესაც წარმატებით დაბრმავებული ლიდერები აბსურდულ ინიციატივებში გადაეშვნენ ან გარისკეს ყველაფერი იმიტომ, რომ ფიქრობდნენ, რაღაც ჰქონდათ და მათ მიერ მიღებულმა საეჭვო გააწყვეტილებებმა კატასტროფამდე მიიყვანეს. წარმატებულმა ლიდერებმა კი იციან რომ მოუწყვლელობის ილუზიას უნდა ებრძოლონ. მათ ასევე მოწონებისა და შესატყვისობის სურვილის საფრთხეც ესმით. ნამდვილი ლიდერები აღიარებენ, რომ მენეჯმენტის ღმერთები არ არიან და რეალურად ათასში ერთხელ “არას” მოსმენა ყოველთვის “კის” გაგონებას ჯობია.

Image placeholder

ემოციური ინტელექტი როგორც ბოლოდროინდელი გამოკვლევები ცხადყოფს, ლიდერისთვის, შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება ემოციური ინტელექტი იყოს. დანიელ გოულმანი თავის ყველაზე გაყიდვად წიგნში “ემოციური ინტელექტი” (1995) ემოციური ინტელექტის ხუთ განზომილებას აღწერს: 1)იცნობდე შენს ემოციებს 2)მართავდე შენს ემოციებს 3) შეგეძლოს საკუთარი თავის მოტივირება 4) იცნობდე და გესმოდეს სხვა ადამიანების ემოციების 5) შეგეძლოს ურთიერთობების მართვა ემოციური ინტელექტის გარეშე ლიდერი, შესაძლოა ფორმალურად შესანიშნავი ადამიანი იყოს და უამრავი გენიალური იდეა ჰქონდეს, მაგრამ მაინც არ იყოს ეფექტიანი. ეს იმიტომ ხდება, რომ ინდმეწარმე შესაძლებელია მხოლოდ ინტუიციაზე დაყრდნობით გადარჩეს, მაგრამ როგორც კი სხვა ადამიანს აიყვან სამსახურში, გასაღები ემოციური ინტელექტი ხდება. ცეცხლის გაჩაღება ნიშნავს, რომ ის ყველას ერთნაირად გაათბობს.

Image placeholder

Source
Elene Kvanchiani

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button