რჩევებიფაქტებიცხოვრების სტილი

რატომ სჭირდება ყველას უფრო ხშირი ჩახუტება ?

ფსიქოლოგების აზრით, შემოდგომის სეზონზე ადამიანების უმეტესობა განიცდის დეპრესიას. დეპრესიას გაუმკლავდებით – არა, მხოლოთ აბებით ან ექიმთან ვიზიტით, არამედ უბრალო ჩახუტებით! ჩახუტება

ჩახუტებით ადამიანი აუმჯობესებს როგორც ფსიქიკურ, ასევე ფიზიკურ ჯანმრთელობას. ჩახუტება კუნთებს ამშვიდებს და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს.

ჩახუტების ფიზიკური სარგებელი:

იმუნიტეტი ძლიერდება, აღდგენა დაჩქარებულია;

მიოკარდიუმის მუშაობა უმჯობესდება;

წნევა მცირდება, ჰემოგლობინი იზრდება;

მენსტრუაციის დროს ტკივილი იკლებს;

სხეული ახალგაზრდავდება;

ძილი უკეთესდება.

ჩახუტების ფსიქიკური სარგებელი:

ჩნდება ბედნიერების განცდა, უმჯობესდება განწყობა;

ორგანიზმში წარმოიქმნება დადებითი ენერგია;

სტრესული მდგომარეობა მცირდება, დეპრესია აღმოიფხვრება;

შიდა დაძაბულობა მოიხსნება;

შიში და შფოთვა ქრება;

ჩახუტება არის უნიკალური ინსტრუმენტი, რომელიც სასარგებლოა აბსოლუტურად ყველასთვის, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ – თუ ბავშვი ადრეული ასაკიდან გარშემორტყმული იყო მშობლების მზრუნველობით, სიყვარულით, კოცნით და ჩახუტებით, ის გაიზრდება და გახდება წარმატებული ადამიანი, დარწმუნებული საკუთარ თავში და საკუთარ გადაწყვეტილებებში. ჩახუტება დადებითად მოქმედებს ბავშვების ფიზიკურ ჯანმრთელობაზე: ჩახუტება აძლიერებს ბავშვის იმუნიტეტს.  ასევე, ჩახუტება დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე: ჩახუტების წყალობით, ბავშვი თავს დაცულად გრძნობს მის გარშემო არსებულ სამყაროში, იგი უმკლავდება პანიკას, შფოთვას და აგრესიას. ჩჩახუტება ასტიმულირებს თავის ტვინის გარკვეულ უბნებს, რომელთაც ევალებათ განწყობის და გადაწყვეტილების მიღება.

რამდენიმე საინტერესო ფაქტი ჩახუტების შესახებ

ყველაზე გრძელი ჩახუტება 31 საათს გაგრძელდა – ჩახუტებული ახალგაზრდები უყურებდნენ საყვარელ სერიალს, მიირთმევდნენ პიცას და საუბრობდნენ.

მეცნიერ ალბერტ აინშტაინს რთულ პერიოდში მეუღლის ჩახუტებაკ დაეხმარა.

ფრანგი ქალები სიგამხდრით და ბედნიერებით გამოირჩევიან, რადგან მათი საყვარელი მამაკაცები მათ 3 ჯერ უფრო ხშირად ეხუტებიან, ვიდრე სხვა ქვეყნების წარმომადგენლები.

პროფესორი პრიგოჟევას მტკიცებით, ჩახუტებისას გულმკერდის მასაჟი ხდება და სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება.

21 იანვარს აღინიშნება ჩახუტების დღე, რომელიც დამტკიცდა 1986 წელს დასავლეთ ევროპელი ახალგაზრდების ინიციატივით. კიდევ ერთი დღე, როდესაც ხალხი ერთმანეთს ეხუტება, 4 დეკემბერია.

ჩაეხუტე და იყავი ბედნიერი!

ჰოროსკოპი.გე

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button