ლიტერატურამოთხრობა

ალექსანდრე მჭედლიშვილი – თამაში დასრულებულია

ამ მოთხრობაში მინდა გადმოგცეთ აგვისტოს ომის ერთ–ერთი ეპიზოდი. ცხინვალში ბრძოლის, დროს ჩვენი ჯავშანტექნიკა მნიშვნელოვან საბრძოლო ამოცანებს ასრულებდა, თუმცა იყო შეცდომებიც. დაკვირვებული მკითხველი ამ შეცდომებს დაინახავს, შეაფასებს და მომავლისთვის გაითვალისწინებს. გასათვალისწინებელია, აგრეთვე ჯარისკაცის ინდივიდუალური მომზადების აუცილებლობა, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით(ნავიგაცია–ორიენტაცია რუქისა და რუქის გარეშე და ა.შ.). ბრძოლის დასრულება არ ნიშნავს უმოქმედობას, როგორც ეს ვირტუალური, თამაშის დროს ხდება, –”გეიმ ოვერ” დაიწერება და თამაში დასრულებულია. მოტივირებულმა და ფსიქოლოგიურად კარგად მომზადებულმა, ჯარისკაცმა ბრძოლის დასრულების შემდეგ მტრის ზურგშიც, უნდა შეძლოს მნიშვნელოვანი ამოცანის შესრულება.

პირველი თავი

მერაბმა ჯიბიდან მობილური ტელეფონი ამოიღო, მეუღლის ნომერი სწრაფად აკრიფა, ტელეფონი ყურზე მიიბჯინა და პასუხის მოლოდინში ფანჯრიდან ვრცელ სივრცეს გახედა. თითქოს თვალითა და გონებით ცდილობდა გადაელახა ის დიდი მანძილი, რომელიც ლაზარეთიდან მას ოჯახთან აშორებდა.

–ხო მერაბ, როგორ ხარ, უკეთესად? –უპასუხა მისმა, მეუღლემ.
–კი თამუნა, რა შედარებაა ახლა კარგად ვარ, თქვენ როგორ ხართ? ბარათი გავააქტიურე და შემიძლია დიდხანს გელაპარაკო, ბავშვები როგორ არიან?
–კარგად, დაამშვიდა მეუღლე თამუნამ, –მაქეთ რა ხდება, დათხოვნაში როდის გიშვებენ?
–ცოტა მოვჯობინდები და კვირის ბოლოს ალბათ, რამოდენიმე დღით ჩამოვალ, მოგინახულებთ, ძალიან მენატრებით.

ომში მიღებულმა ჭრილობებმა თავი შეახსენა მერაბს. საბრალო ცივ, ქარიან ამინდში მოხვდა სადღეღამისო განწესში, იქიდან კი პირდაპირ ლაზარეთში გაგზავნეს სამკურნალოდ. ლაზარეთში სითბო და სიწყნარე დახვდა. ჯარისკაცმა სული მოითქვა, მომჯობინდა. დგას ფანჯარასთან მოწყენილი, ოჯახი ენატრება, მეუღლესთან საუბრის დასრულებამ გული დაწყვიტა. გაჰყურებს ვრცელ, მინდვრებს და ფიქრებში ისევ ომი ახსენდება. ის დღე გაახსენდა, როდესაც მეთაურმა მათი ეკიპაჟები მომავალი ბრძოლისთვის მოამზადა, პოზიციების განლაგებები აუხსნა და შეტევის მიმართულება უჩვენა. სწორედ , ამ შეტევის დროს დაკარგა მისმა ტანკმა კავშირი ბაზასთან. დასახლებულ პუნქტში შესულებს გზა აერიათ. ტანკის, მეთაურის ბრძანებით შეჩერდა და ტერიტორიის დასაზვერად ტანკიდან ამოძვრა.

ვიწრო ქუჩას ორივე მხრიდან ხეხილის, ბაღები ერტყა. სიღრმეში დაბალი სახლები მოჩანდა. მიდის ფრთხილად მერაბი და ფიქრობს, ნეტა რა ადგილას ვარ, ან ჩვენები სად არიან?– ამ ფიქრებში მან არც, ისე დიდი მანძილი გაიარა. ტანკი და ეკიპაჟის წევრები თვალს მიეფარნენ. მოულოდნელად, შორიდან მსუბუქი ჯავშანტექნიკის ხმა და რაღაც ლაპარაკი მოესმა. იფიქრა, –ალბათ ჩვენები გამოჩდნენ დასახმარებლად. გაიარა ორმოცდაათ ნაბიჯამდე და რას ხედავს, მის ტანკს ბოევიკები არტყიან გარშემო და ჩოჩქოლი გააქვთ. გულმა ცუდი უგრძნო, შიშმა აიტანა, იფიქრა,– ბიჭებს რაიმე ხომ არ დაემართათო. ჩაიმუხლა და ხეს ამოეფარა. “ცუდი ამბავია, ნეტა ბიჭებმა თუ მოახერხეს დამალვა?”– შეეკითხა საკუთარ თავს. შეკრებილთა წრე გაიხსნა და ხელებ შეკრული მისი, მეთაური და მემიზნე გამოჩდნენ.
– მადლობა, ღმერთს ცოცხლები არიან,– ჩაილაპარაკა თავისთვის. მერაბის თანამებრძოლები გადარჩნენ, მაგრამ ტყვედ ჩავარდნენ.

მოსაღამოვდა, სოფელში ბინდი ჩამოწვა. იჯდა მერაბი, რომელიღაც ეზოში, ბუჩქებში მიმალული და იმას ფიქრობდა, რომ დაღამდებოდა რა მიმართულებით წასულიყო, ან რომელი გზით მიეკვლია თავისიანებამდე. შორს, სადღაც საარტილერიო ქვემეხების სროლის ხმები ისმოდა დრო და დრო ცა განათდებოდა და ისევ ჩაბნელდებოდა. საჭირო იყო საკუთარი, თავის მობილიზება და ბოლო ძალების მოკრება. მთელი დღის უჭმელ–უსმელი, შიმშილმა და წყურვილმა შეაწუხა. ფრთხილად სახლისკენ დაიწყო გადაადგილება. შორიდან შეათვალიერა იქაურობა, თითქოს არავინ ჩანდა. ახლა მერაბს ცოტაოდენი საკვები, წყალი და სამოქალაქო ტანსაცმელი სჭირდებოდა. წინ მთელი ღამეა, რომელიც გაქცევისთვის უნდა გამოიყენოს.

დახმარება არსაიდან ჩანდა, მისი ეკიპაჟი, ალბათ ფრონტის წინა, ხაზს გასცდა და მტრის ზურგში მოექცა.მთელი ამ, ხნის მანძილზე შორეულ ხმებს და შეძახილებს მიყურადებულმა ქართული, სიტყვები ვერ შეამჩნია. ჩამობნელდა… მერაბს თავის თავი სადღაც ჯურღმულში ეგონა, საიდანაც თავის დაღწევა ძალიან, ძნელია.

ჩამუქებულ ცაზე მთვარე გამოჩნდა, რომელიც სოფელს ზევიდან გადაჰყურებდა. მერაბს იმედი მიეცა, რაღაც სითბო იგრძნო გულში. თითქოს ეს ციური სხეული, მხოლოდ მისთვის ანათებდა გზა, რომ გაეკვლია. იგი უკვე მზად იყო გასაქცევად. ბოთლით წყალიც მოამზადა გზისთვის, სამოქალაქო ტანსაცმელი კი ვერსად ნახა სამაგიეროდ ფორმას ემბლემები ააძრო თავდაცვის მიზნით. გასაქცევად შუაღამე შეარჩია. ღამით ყველას ეძინა, მტრის ყურადღებას ნაკლებად მიიქცევდა. ამ, დროისთვის მალულად გადაადგილების და თავისიანებთან მოხვედრის მეტი, შანსი ჰქონდა. სწორედ, ამ ფიქრებში და შუაღამის ლოდინში დაღლილ–დაქანცულს სამალავში ჩაეძინა.

დილით ვიღაცის, ლაპარაკმა გააღვიძა. მოლაპარაკეებმა იგი შენიშნეს და მეზობლებს დაუძახეს. ოჰ, როგორ ნატრობდა მერაბი ამ, ჯოჯოხეთიდან თავის დაღწევას. გონებაში წარმოიდგინა, როგორ უნდა გაქცეულიყო წუხელის, მაგრამ ახლა უკვე გვიანია. სოფლის, მცხოვრებლებმა იგი შენიშნეს და წიოკი ატეხეს.

წამოდგა, ბალახ–ბულახი დაიფერთხა და შეკრებილი ხალხისკენ დინჯად გაემართა. თან გულში ფიქრობდა, – იქნებ ჩვენები არიან და დახმარების ხელი გამომიწოდონო, თუმცა მწარედ მოტყუვდა. შეკრებილები გაუგებარ ენაზე ლაპარაკობდნენ და გაბრაზებულები მისკენ ხელებს იშვერდნენ. გულმა ტკივილით გაკრა, ვერ გაეგო თუ რა ძალა აკავებდა და გაქცევის საშუალებას არ აძლევდა. რატომ არ მოშორდა ამ დაწყევლილ ადგილს. იქნებ ახლა, მაინც ეცადა გაქცევა, მაგრამ დააგვიანა. ვიღაც ბოევიკს უკნიდან იარაღი ჰქონდა დამიზნებული და მიწაზე დაწოლას სთხოვდა. ვერც, მოასწრო დანახვა უკნიდან ძლიერი დარტყმა იგრძნო და მიწაზე დაეცა.

გონს, რომ მოვიდა ხელები შეკრული ჰქონდა, ტანსაცმელი კი ნახევრად შემოხეული, სახე დათეთქვილი აქა–იქ ჩალურჯებული, ჩასისხლიანებული. თვალებანთებული და გამხეცებული სოფლის მცხოვრებლები თავზე დადგომოდნენ. ზოგი საბუთს თხოვდა, ზოგი სახელს და გვარს ეკითხებოდა გაუგებარ ენაზე…
მერაბიც დაატყვევეს.

თავი მეორე

” ჭირნი ვნახენ და მო–ცა–მხვდა ნაცვალი ჭირ–ნახულისა,
კარგი მოხდომა საქმისა ჩემისა გაზრახულისა,
მიცნია მართლად ამბავი პირისა მზედ სახულისა,
დამარჩენელი ლომისა, მის ქვესკნელ დამარხულისა”
შოთა რუსთაველი, ვეფხისტყაოსანი

ტყვეთა ბანაკი სკოლის ერთ–ერთ, შენობაში იყო განთავსებული. მერაბი და ტყვედ ჩავარდნილი სხვა ქართველი მეომრები ერთ, ოთახში იყვნენ შეყრილები. ტყვეთა შორის იყვნენ, ასევე მისი ეკიპაჟის წევრები: ტანკის მეთაური და მემიზნე–მსროლელი.
დერეფანში ვიღაცის ლანძღვის ხმა გაისმა. ნახევრად, მთვრალი და გამხეცებული, ერთ–ერთი ბოევიკი ხელში იარაღ მომარჯვებული ტყვეებთან შევარდა.
– რომელი ხართ, ტანკისტი თქვენი დედაც ?!…
ყველამ თავი ჩაღუნა. გამხეცებული ბოევიკი ახარხარდა, შემდეგ გაჩუმდა, პირზე სიბრაზის დუჟები მოადგა. დაძაბულობა მერაბმა განმუხტა, – მე ვარ, უთხრა მან გადარეულ ბოევიკს და ფეხზე წამოდგა. მეთაურმა და მემიზნემაც იგივე გაიმეორეს, ფეხზე წამოდგნენ და თავები დახარეს.

გამხეცებული, მამაკაცი დაიბნა. ბოევიკები, ხომ ტანკისტებს გაშმაგებული დაეძებდნენ. აჰა, მიაკვლიეს კიდევაც. მან ეჭვის თვალით შეათვალიერა ტანკისტები, ორი ნაბიჯი უკან გადადგა, ტყვეების სუნით გაჟღენთილი ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, იარაღი გადატენა და მხეცურად დაიღრიალა, – რატომ ?! რატომ ?! … იმეორებდა შეშლილივით ერთ, სიტყვას და მერაბის, თვალებში რაღაცის ამოკითხვას ცდილობდა. თავის მართლებას აზრი არ ქონდა. მერაბს მუხლები მოეკეცა და ჩაიმუხლა თავი მკლავებში ჩარგო და ხმას არ იღებდა.

–ჯამბულ! დროზე მანქანა, გამხეცებულმა მამაკაცმა თავის მეგობარს უხმო,– დროზე მანქანა მეთქი, იმეორებდა იგი ყვირილით.
ბოევიკებმა ტანკისტები მანქანაში ჩასვეს და უცნობი მიმართულებით გაიტაცეს. მერაბს და მის მეგობრებს იმედი გადაეწურათ. გამხეცებული ბოევიკის შემყურეს გადარჩენის იმედი აღარ ჰქონდათ. მანქანა ქალაქის მისადგომებთან გაჩერდა, რომელიღაც გზაჯვარედინთან. გზის პირას ვიღაც ორი, მამაკაცი დახვდათ. იქვე ჭიშკარი მოჩანდა ფართო, კარებებით. გაყოლებაზე გრძელი, ხის სკამი მოჩანდა. სკამზე არყის, ბოთლი იდგა თავისი ატრიბუტებით. ეს, ყველაფერი
ქუჩაში ნაუცბათევ გაშლილ, სუფრას გავდა.
– ჩამოდით მანქანიდან თითო, ჭიქა დავლიოთ, უთხრეს დამხვდურებმა ბოევიკებს.
– არა გვეჩქარება სად არიან, ისინი? – იკითხა ჯამბულმა.
ტანკისტებს გული აუჩქარდათ ცივმა, ოფლმა დაასხა. მათ სიკვდილს კიდევ, ერთხელ ჩახედეს თვალებში ეს, მერამდენჯერ… მერაბს ცხვირიდან დრო და დრო სისხლი სდიოდა. მისთვის უკვე სულ ერთი, იყო, რაც მოხდებოდა ასეთ, ტანჯავს სიკვდილი ერჩივნა, “თუმცა რაღაც იმედი მაინც რჩებოდა. იქნებ ბოევიკებს ქეიფი და არყის სმა განეგრძოთ, შემდეგ უგონოთ მთვრალებს ტყვეები დაავიწყდებოდათ… მერაბს შორიდან თითქოს ვიღაცის ხმა ჩაესმოდა გონებაში: “ცოტაც მოითმინე, ცოტაც გაუძლი, შენ და შენი თანა მებრძოლები გადარჩებით.” მას იმედი მიეცა.
მერაბს ცოლი ახალი მოყვანილი ჰყავდა. ახლად შეუღლებულებმა გვარიანად ვერ მოასწრეს ერთმანეთვისთვის ცოლ–ქმრული სიყვარულის გაზიარება, უცბად ასეთი განსაცდელი დაატყდა თავს. მისმა ოჯახმა ალბათ ჯერ არ იცოდა მერაბის ტყვეობის ამბავი.

თავი მესამე

–ჯამბულ ჩქარა მანქანაში! – შეჰყვირა მაღალ, ხმაზე ბოევიკმა. ჯამბულმა მანქანა დაქოქა. ყველამ ერთად ნაუცბათევად, რარაც სადღეგრძელო წარმოთქვეს და ერთმანეთს გადაეხვივნენ. მკლავში მოხრილი, შეკრული მუშტი აღმართეს ერთგულებაზე, დაიფიციეს და ადგილიდან დაიძვრნენ. არც, ისე, დიდი მანძილი გაიარეს. მანქანა ისევ გაცერდა.
– ეს ადგილია? – ჰკითხა ერთმა მეორეს.
– ჰო, მგონი აქ არიან.
– გადმოათრიე ეს ურჯულოები, საკუთარი თვალით ნახონ, როგორ დახოცეს უდანაშაულო ადამიანები.

საბრძოლო, მოქმედებების დროს ქალაქის, მისასგომებთან მებრძოლმა, ტანკისტებმა მშვიდობიანი მოსახლეობაც დააზარალეს. ბოევიკებმა ტყვეები მანქანიდან გადმოათრიეს და დაზარალებული მოსახლეობისკენ წაიყვანეს. გზადაგზა მუჯლუგუნებს ურტყავდნენ, გზის პირას მიცვალებულთა, გვამები ესვენა. ომისგან შეშინებული და დათრგუნული ადამიანები, მათ დასაფლავებას ვერ ბედავდნენ. ტყვეები ახლოს, რომ მიუახლოვდნენ და კარგად დააკვირდნენ დედა– შვილი შენიშნეს. ახალგაზრდა, ქალს მცირეწლოვანი, ბავშვი მკერდზე ჰყავდა მიბჯენილი. ომის დროს ეტყობოდათ დედა და შვილი დაბომბვაში მოყვნენ და ერთად დაიღუპნენ.

ტანკისტებს სინანულის ცრემლები მოადგათ თვალებზე. ომის შემზარავმა, ეპიზოდმა თითქოს დრო შეაჩერა. სიჩუმე ჩამოვარდა დროებით, ორიოდე წუთში ისევ, იმ ბოევიკმა ისტერიული ყვირილი მორთო. მისმა ხმამ არემარე შეაზანზარა, – რატომ! რატომ! ამიხსენით, რა დავაშავე?! – იგი ცხედრებთან მივიდა, ჩაიმუხლა და ბავშვივით ატირდა. შემდეგ, მიწას მუშტები დასცხო და თან საკუთარ, თავს ეკითხებოდა, – რაღად მინდა მე სიცოცხლე? ამიხსენით… ცოლ–შვილი აღარ მყავს, მომიკლეს. ჯამბული მიუახლოვდა თანამებრძოლს და დამშვიდება დაუწყო. გამწარებული, ბოევიკი წამოდგა შუბლი შეიჭმუხნა სახეზე ზიზღნარევი, ღიმილი გამოესახა. ტანკისტებს მიუბრუნდა, ვერაგულად დაუწყო ყურება და თან ეუბნებოდა, – რაღა დამრჩენია შურისძიების გარდა, აქვე უნდა ჩაგაძაღლოთ, თქვენი დედაც…

მან იარაღი გადატენა და ტანკის, მეთაურს შუბლზე მიაბჯინა. მერაბს ჟრუანტელმა დაუარა, გული შეეკუმშა. მეთაურმა თვალები დახუჭა, გასროლას ელოდებოდა. სწორედ, ამ დროს ჯამბულმა ხელი აუკრა იარაღის ლულაზე მის, თანამებრძოლს. ავტომატის ჯერმა სივრცე გადასერა და ჰაერში ცაიკარგა, მისი ეხო სადღაც, შორს მთებში გაისმა და რამდენჯერმა გამეორდა.

თავი მეოთხე

მოსაღამოვდა, მზის სხივები შეწითლდა და შევარდისფრდა. ბუნების სილამაზემ და სიმშვიდემ თითქოს გაიმარჯვა ადამიანთა, მიერ დატრიალებულ ბოროტებაზე. ტყვეები ერთ, ოთახში ისხდნენ იატაკზე და საკუთარ გასაჭირზე
ჩუმად საუბრობდნენ. მოჩვენებით სიმშვიდეში, რაღაც იდუმალი ძალა იმალებოდა, რომელიც თითქოს მიძინებული იყო და მოკლე, ხანში გაიღვიძებდა,მთელი სიძლიერით ამუშავებულ ომის მანქანას ვინ შეაჩერებდა, თუ არა ისევ, მისი მესაჭე.
ისხდნენ ტყვეები საცოდავად და განაჩენს ელოდნენ. დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკება ჯერ, კიდევ გრძელდებოდა. თუ მხარეები მოილაპარაკებდნენ, უკეთეს შენტხვევაში ტყვეების გაცვლა მოხდებოდა. მერაბი მეგობრებთან ერთად თავისუფ;ებას მოიპოვებდა, მაგრამ როდის მოხდებოდა ეს არავინ იცოდა. როდის გადაიხრებოდა ტყვეთა სასარგებლოდ თავისუფლების ისარი.
ჯარისკაცისთვის ძალიან ძნელია აუხსნას უცხო პირებს, თუ რატომ და რისთვის ომობდა იგი. გონებაში საკუთრ მოქმედებას შეიძლება, არც ამართლებს და სინანული იპყრობს, თუმცა ხმამაღლა ლაპარაკი უჭირს. მითუმეტეს ტყვეობის დროს მტერთან პირისპირ ძალიან ძნელია საკუთრ სისასტიკეზე საუბარი და თავის მართლება. როცა იცის თავის ქმედებას მსხვერპლი რო ახლავს და ყველა სულიერს სიკვდილი დაპატრონებია. ტყვეობაში ადამიანი დათრგუნულია, მისი ფიზიკური სხეული დაუძლურებულია, სული კი დიდ ტკივილს განიცდის.
მერაბმა და მისმა თანამებრძოლებმა ტყვეობას თავი დაახწიეს, რაშიც დიდი როლი შეასრულეს ქართველმა სასულიეროვ პირებმა. ისინი საკუთარი სიცოცხლის ფასად კომფლიქტის ზონაში შესვლას და დაპირისპირებულ მხარესთან მოლაპარაკებას არ ერიდებოდნენ. მათ ასევე მრავალი ქართველი მეომრის დაკარგული გვამი გადმოასვენეს.
დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოხდა შეთანხმება და ქართველი ტყვეების საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ. დასრულდა საომარი მოქმედებებიც. ომმა დიდი, ზიანი მიაყენა ყველას. ადამიანებმა დაკარგეს ოჯახის წევრები, ახლობლები. გახდნენ ხიზნები, შრომის უნარ დაკარგულები და ღატაკნი. კიდევ ერთხელ გაიხარა ბოროტმა ძალამ. მან ვნებებით გაჯერებული ადამიანთა, გონება საომრად მომართა და ერთმანეთი დაახოცინა. თავისი ქმედებით გახარებულმა ომის ბრძანებელმა ჩამოუარა დახოცილთა გვამებს და კმაყოფილებით ყურში ჩასჩურჩულა, – ხომ დაგახოცინეთ ერთმანეთი, ხომ დაგამარცხეთ, იზეიმა თუ არა სიკვდილმა. ნეტავ თუ შეძლებენ ადამიანები ამ საშინელების დავიწყებას? უნდა შეძლონ, მათ უნდა შეძლონ სიკვდილის დამარცხება, სიკეთისა და სიცოცხლის სიყვარულით.

სხვადასხვა მონაცემებით რუსული არმიის დანაკარგი 364 ადამიანს შეადგენდა. ამას დაემატა 171 დაჭრილი და19 უგზო–უკვლოდ დაკარგულები. რუსეთი საერთაშორისო იზოლაციის საფრთხის, წინაშე აღმოჩნდა, თუმცა დროებით. სიტყვიერი გაფრთხილებებით ვერც ევროპამ და ვერც ამერიკამ, ვერ შეაჩერეს მისი აგრესია. პატარა, საქართველოს დასაცავად გიგანტურ, რუსეთთან დაპირისპირებას მოერიდნენ. მხოლოდ საფრანგეთის პრეზიდენტი ჩავიდა მოსკოვში მოლაპარაკებებზე, ცეცხლის შეწყვეტისათვის.

საქართველომ ამ შეტაკებაში დაახლოვებით 58 სამხედრო მოსამსახურე დაეღუპა, აქედან 8 უგზო–უკვლოდ დაიკარგა. მათ, შორის ერთი სატანკო ეკიპაჟი. მრავალი დაიჭრა და ტყვედ ჩავარდა. დაიღუპა მშვიდობიანი მოსახლეობაც. რა ძალა შეაჩერებს ომის აბობოქრებულ მანქანას, რომელიც საუკუნეების მანძილზე ანადგურებდა კაცობრიობას? იგი ადიდებული მდინარესავით მოაწყდა ჩვენს ქვეყანას და წალეკვას უპირებდა, – დამხვდურთა წინააღმდეგობა სუსტი გამოდგა. როდესაც ომის ურჩხული ძველ, სატახტო ქალაქს მცხეთას მოადგა შეჩერდა, თითქოს ძალა გამოეცალა და სისხლისგან დაიცალა. დედა–ეკლესიას, სვეტიცხოველს და მის, სიწმინდეებს თვალი ვერ გაუსწორა. სინდისმა შეაწუხა, გულმა უმტყუნა, საკუთარი სისხლიანი ხელების შერცხვა, გული გაუტყდა და დაიბნა.

მრავალი დამპყრობელი შეუჩერებია სვეტიცხოვლის ისწმინდეებს, მრავალგზის დაუფარავს დედა ღვთისმშობელს განსაცდელში მყოფი საქართველო. არც, ახლა მიატოვა, საკუთარი კალთა გადააფარა, ჭრილობები შეუხორცა, განწმინდა და მოამზადა მომავალი ბრძოლისა და თავგანწირვისთვის.

აკალი – ბაკალის სააპრილო ზრაპარი

იყო და არა, იყო რა იყო, ერთი აკალი– ბაკალი. გაზაფხულზე, როცა მდელოები აყვავდნენ, როცა ხეები ნაირფერი კაბებით მოირთვნენ და ტყეში ძალიან დაცხა, აკალი – ბაკალის წყალი მოწყურდა. იგი წყლის საძებნელად წავიდა. ბევრი იარა, თუ ცოტა იარა მიადგა ერთ, წყაროს წყალს. იქვე, ახლოს ერთი, ლამაზი ყვავილი იდგა და თავს იწონებდა.

– შენ, ვინ ხარ? – ჰკითხა ყვავილმა
– მე აკალი – ბაკალი ვარ, შენ ვინ ხარ? – ჰკითხა მანაც.
– მე, ლამაზი ყვავილი ვარ, შენ აქ რამ მოგიყვანა?– ჰკითხა ისევ ყვავილმა.
– სიცხემ შემაწუხა, ძალიან, წყალი მომწყურდა და აქეთ გამოვეშურე – მიუგო აკალი – ბაკალიმ.
– მერე, და ამის, მეტი წყალი ვერსად ნახე? სხვაგან, რა წყალი დაილია! –უთხრა მკვახედ ყვავილმა.
– აკალი – ბაკალი დაღონდა, შეეშინდა. წყლის სმა დაიწყო და სულ, იმის ფიქრში იყო, ყვავილმა კიდევ, რაიმე შენიშვნა, არ მომცესო.

სად, იყო და სად, არა გამოჩნდა ნაკადულის დედა, – ეს ვინ გვესტუმრა? – იკითხა მან. აკალი – ბაკალი შეკრთა, ეგონა ნაკადულის დედაც გაუბრაზდებოდა. თუმცა, არა. ნაკადულის დედამ პირიქით, გულუხვად შესთავაზა სტუმარს წყალი და თან დალოცა. ქედმაღალ, ყვავილს შერცხვა თავისი საქციელის თავი დახარა და გაირინდა. აკალი – ბაკალი მივიდა ყვავილთან მიეფერა, ხელი გადახვია და შეურიგდა.

ის, იყო და ის, აკალი – ბაკალი სულ თავის მეგობარ ყვავილთან დადიოდა წყლის დასალევად.

2013 წ. აპრილი

ანდაზა: თევზმა თქვა, – სათქმელი ბევრი მაქვს, მაგრამ პირი წყლითა მაქვს სავსეო.
ანდაზის გაგრძელება: შე, დალოცვილო თუ პირი წყლითა გაქვს სავსე და ვერ ლაპარაკობ, ამ ბრძნულ ანდაზას როგორღა ამბობო?!

ადამიანებო ერთ, წუთით გაჩუმდით და ღმერთის ხმას– მდუმარებას დაუგდეთ ყური.

ა.მ.
* * *

ცხოვრება, ხან აღმართია, ხან დაღმართია, ხან მწუხარებაა, ხან სიხარულია… მწუხარება უფრო მეტია, თუ სიხარული?

* * *

სული წმინდა დედა, მერცხალივით არის, ჯერ ბუდეს გვიშენებს გულებში, შემდეგ ბარტყებს დაჩეკავს და საზრდოს გვიზიდავს, ხოლო როცა მომძლავრდებით ფრენას გვასწავლის და მაღლა ზეცაში აღგვაფრენს.

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button