პოეზიასხვადასხვა

ჯაბა გორგილაძე – მე ხულოელს

მე იმ საქართველოს,

დავითისა, თამარის,

ქრისტეს ჯვარით ნაქართველებ,

გლეხისა თუ თავადის.

ხულოელი ქართველი ვარ,

ჩემი ნენეის კალთაში

ბაბუ ყურანს კითხულობდა,

მე ჯვარს ხელით ვიჭერდი,

მოლა ლოცვას დაიწყებდა,

მე ფსალმუნებს ვიღებდი,

ბებო მჭადზე ჯვარს აკრავდა,

ლოცვას მერე იწყებდა,

მე წარსულში გადავარდნილს

დიდი ნენეი მიმზერდა.

რომ აქ სხალთას ქართველები

სანთელს ხატებს უნთებდნენ,

შვილებს ისე აძინებდნენ,

საგალობელს უმღერდნენ.

ქრისტიანი ქრისტეს მადლით

ხიხაძირის ნატაძრალს;

მე იმ მადლის მნახველი ვარ,

რომც მეძახდნენ ნათათრალს,

იარსებებს, არ მოკვდება

ჯვარი, მადლი მზიანი,

ჩემთვის ერთი სამშობლოა

საქართველო მთლიანი.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button