პოეზია

ჯაბა გორგილაძე – მთვარე და მე

მარტო მე და მთვარე, დარდიანი,

ვფუსფუსებდით, ვიყავ ჯავრიანი,

მკითხა რისთვისა ხარ ნაღვლიანი,

კაცი შენ ყოფილხარ ასწლიანი...

 

უფალმა ქართველობა მოგანიჭა,

მიწა სამოთხისა მადლიანი,

ჰოდა, ახლა ხელში ღვინით ჭიქა,

ერთად მოვისურვოთ დღე მზიანი.

 

იქ, სადაც არსებობს ანგელოზთა,

ბულბულების ხმათა ჰარმონია,

სადაც სიყვარული მოდაშია,

ცოდვა სიკეთისა გამგონია.

 

სტუმარს შეისისხლებ, ეღვიძლები,

სასმელს, ლუკმას შენსას უნაწილებ,

ძმობას სალოცავში ეფიცები,

მერე კი აზალებ ყანწით ღვინოს.                    

 

მთებში არბენინებ არწივივით,

სამშობლოს აცნობ და აყვარებ,

ეფერები პატარა ბავშვივით,

მერე ქართველობას აბრალებ.

 

– აი, ის წარსული ნაწამები,

აწმყოს ხომ ჩვევად ექცა წამება,

აი, ნასისხლარი ტამტამები,

მტრისაგან დარბეული სამება.

 

– მთვარე, მოიცა, ერთი გაიღიმე,

გეყო წუწუნი და ლაჩრობა,

შენ იმ საქართველოს ყმაწვილი ხარ,

სადაც აღმაშენებელი ლაშქრობდა.

 

თამარ მეფე, ქალი სამოთხისა,

რუსთაველი, "ვეფხისტყაოსანი",

ტბელი აჭარელი წარსულისა,

ცხრა ძმა, დედა უფრო საოცარი.

 

შენ, საქართველო, ხარ _ საფიცარი,

სადაც არსებობენ წმინდანები,

რატომ გაქვს ამდენი სატკივარი?

ვაგლახ, ბოროტებას რად დანებდი?!

 

და მეც მოვიფხიზლე, ვით მამაცი,

მთვარეს საპასუხოდ გავუგზავნე,

შენ ახლა ქართველობა მეც ჩამაცვი,

ჩემ თავს დეპრესია ავუკრძალე.

 

გმადლობ, ჩემო ღმერთო, არსებობა,

რადგან საქართველოდ დამიწესე,

ჩემი სიყვარული, მეგობრობა,

ჩემად საამაყოდ მოვიმწყემსე...

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button