პოეზია

ჯაბა გორგილაძე – ჯვარცმა

ისთვის!

გაწამეს, გტანჯეს,
ბრბოთა ჯგუფებმა,
ცოდვები ხარჯეს,
მისცეს უფლება...

ეშმაკს - უსირცხვოს,
სულის მტაცებელს,
უფალს უსიტყვოდ,
თვლიდნენ - მავნებელს.

უფალი - ჯვარცმა.
უფალო, ვცოდეთ!
სატანა - ძარცვა...
მრისხანედ ვბოძეთ.

ღალატი უფლის...
სიყალბით მსგავსით
თამადა სუფრის ...
ყანწების დაცლით

ღრეობა, ცეკვა
ხალისი ამ დღის,
მრუშობა, ლოკვა...
ცოდვები დაგვღლის.

უფალო ჩემო,
დარდი და ცოდვა,
შენ ჯვარზე გაცვეს
მე ვიწყე ბოდვა!

ჩვენი სულისთვის
დახარჯე ძალა.
ჰო, შენ ჯვარს გაცვეს,
უფალო, არა!
უფალი ჯვარზე
ითმენდა ტკივილს,
ჩვენ ერთმანეთის
მოთმენა გვიკვირს.

უფალი აცვეს,
უფალი ტანჯეს,
უფალი სცემეს,
ცოდვები  ხარჯეს.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button