Hi-Techახალი ამბები

დაიწყო კოსმოსურ ტელესკოპ SPHEREx-ის აწყობა, რომელიც ხელს შეუწყობს ადრეული სამყაროს საიდუმლოების შესწავლას

სამხრეთ კორეის მეცნიერების სამინისტრომ განაცხადა, რომ დაიწყო კოსმოსური ტელესკოპის აგება შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსური ადმინისტრაციასა (NASA) და კალიფორნიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში. საუბარია პროექტ SPHEREx-ზე, რომელიც ხელს შეუწყობს ადრეული სამყაროს შესწავლას, ყინულის გავრცელებისა და სავარაუდო ბიოლოგიური სიცოცხლის საკითხების ჩათვლით.

სამხრეთ კორეის მეცნიერების სამინისტროს თანახმად, პროექტი SPHEREx (სპექტროფოტომეტრი სამყაროს ისტორიის შესწავლისთვის, რეიონიზაციისა და ყინულის ეპოქა) დამტკიცებულია საბოლოო სახით, რამაც ტელესკოპური სისტემების შექმნას გზა გაუხსნა. სამხრეთ კორეის ინსტიტუტი KASI ერთადერთია შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ, რომელსაც დაევალა შექმნას მომავალი ტელესკოპის ნაწილები. ინსტიტუტი პასუხისმგებელია ფოტოების გადაღებისთვის განკუთვნილი ფილტრების შექმნასა და ტელესკოპის სისტემის კალიბრირებაზე.

SPHEREx-ის მისიის დაწყება 2023 წლის დეკემბერში არის დაგეგმილი. მის ფარგლებში უნდა მოხდეს მთლიანი ცის კარტოგრაფირება ორ წელიწადში ოთხჯერ. გამოკვლევა განხორციელდება ინფრაწითელ დიაპაზონში ახლო მანძილზე 102 ტალღის სიგრძეზე. ”ეს იქნება შავ-თეთრიდან ფერად გამოსახულებებზე გადასვლის მსგავსი მოვლენა, ან როგორც კანზასიდან ოზის სამყაროში მოხვედრა“ – განაცხადა პრესრელიზში ალენ ფარინგტონმა, NASA-ს რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის SPHEREx-პროექტის პროექტის მენეჯერმა.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button