ახალი ამბებიკომპიუტერული ტექნოლოგია

Huawei-მ წარადგინა ლეპტოპები Intel Tiger Lake პროცესორებით 765 აშშ დოლარად

ჩინურმა კომპანია Huawei-მ 5G სმარტფონების – nova 8-ის, nova 8 Pro-სა და Enjoy 20 SE-ს პრემიერის შემდეგ წარადგინა მეთერთმეტე თაობის Intel-ის პროცესორებზე (Tiger Lake) დაფუძნებული რამდენიმე ლეპტოპი. მწარმოებელმა განაახლა MateBook D14 და MateBook D15 ლეპტოპები.

Huawei MateBook D14 2021 ხაზი მოიცავს ორ მოდელს: ლეპტოპები ინტეგრირებული Iris Xe გრაფიკითა და დისკრეტული GeForce MX450 ვიდეო დაფით. პირველი ვერსია აღჭურვილია Intel Core i5-1135G7 პროცესორით (2.4-4.2 გჰც სიხშირე), ხოლო მეორეს აქვს უფრო ძლიერი Intel Core i7-1165G7 პროცესორი 2.8-4.7 გჰც სიხშირით. თითოეულ პლატფორმას აქვს ოთხი ბირთვი და მხარდაჭერილია მრავალნაკადიანი ტექნოლოგია, ე.ი. ერთდროულად სრულდება ინსტრუქციის რვა ნაკადი. 

გრაფიკული ქვესისტემისა და პროცესორის მიუხედავად ახალ პროდუქტებში გამოიყენება 512-გიგაბაიტიანი მყარი დისკი, ხოლო ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 16 გბ-ს შეადგენს. ლეპტოპს აქვს 14-დუიმიანი Full HD + ეკრანი 100%-იანი sRGB ფერთა გამის მხარდაჭერით. 

Huawei MateBook D15 2021 წარმოდგენილია სამ მოდიფიკაციაში. საბაზისო მოდელში მოცემულია Intel Core i5-1135G7 ჩიპი ინტეგრირებული Intel Iris Xe გრაფიკით. ასევე არსებობს ვერსია იმავე პროცესორით, თუმცა დისკრეტული ამაჩქარებლით NVIDIA GeForce MX450. უფროსი კონფიგურაციის მოდელი გვთავაზობს GeForce MX450 ვიდეო დაფას და Intel Core i7-1165G7 პროცესორს. 

ლეპტოპს აქვს 15.6-დუიმიანი IPS ეკრანი, რომლის გაფართოებაა 1920 x 1080 პიქსელი. 14-დუიმიანი მოდელის მსგავსად SSD-დისკის მოცულობა მოდიფიკაციის მიუხედავად შეადგენს 512 გბ-ს, ოპერატიული მეხსიერება კი – 16 გიგაბაიტს. 

კომპაქტური ლეპტოპი იწონის 1.38 კგ-ს. ძველი ვერსიის წონაა 1.56 კგ. საერთო ჯამში ასევე აღსანიშნავია USB-C USB 3.2 (Gen 1), USB 2.0, HDMI, ყურსასმენის კონექტორი, თითის ანაბეჭდის სენსორი და Wi-Fi 5.8 გჰც სიხშირის დიაპაზონის მხარდაჭერით. ახალი ლეპტოპები უკვე ხელმისაწვდომია წინასწარი შეკვეთისთვის. გაყიდვები დაიწყება 2021 წლის 1 იანვარს. 

Huawei MateBook D14 2021 Intel Core i5-1135G7 ჩიპითა და ინტეგრირებული გრაფიკით 765 აშშ დოლარად შეფასდა. Intel Core i7-1165G7 ვერსია NVIDIA GeForce MX450 დაფით 980 აშშ დოლარი ღირს. Huawei MateBook D15 2021 ლეპტოპის იდენტური კონფიგურაციების ფასები არ განსხვავდება უმცროსი მოდელისგან. Intel Core i5-1135G7 ჩიპისა და GeForce MX450 გრაფიკის მქონე ვერსიის ფასი შეადგენს 840 აშშ დოლარს. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button