ახალი ამბებიმსოფლიოსაზოგადოება

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამი სწრაფად ვრცელდება

დიდ ბრიტანეთში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი VUI-202012/01 შტამის გამო, სულ უფრო მეტი ევროპული სახელმწიფო დროებით აჩერებს ამ ქვეყანასთან სატრანსპორტო მიმოსვლას.

ზემოხსენებული ახალი შტამით დაინფიცირების 10-ზე მეტი შემთხვევა უკვე დანიაში, ნიდერლანდებში და იტალიაშიც დაფიქსირდა.

ამ ტიპის კორონავირუსის გამოვლენამ და სწრაფმა გავრცელებამ ბრიტანეთის ხელისუფლება, ახალ წელთან და შობასთან დაკავშირებით არსებული საზოგადოებრივი გეგმების შეცვლა და საგანგებო მდგომარეობის ახალი, „მეოთხე დონის“ შემოღება აიძულა.

ამასთან, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ვირუსის მუტაციაში სიახლე არაფერია და ამჟამინდელი შტამი სავარაუდოდ სუსტი იმუნური სისტემის მქონე პაციენტში წარმოიშვა, რომელმაც ვერ შეძლო ინფექციის დაძლევა და საპირისპიროდ, მისი ორგანიზმი იქცა მუტაციისთვის ერთგვარ ხელსაყრელ გარემოდ.

იმის მიუხედავად, რომ ახალი შტამი საკმაოდ სწრაფად ვრცელდება, ჯერჯერობით არანაირი მტკიცებულება არსებობს იმაზე, რომ ამ ტიპის დაავადება კიდევ უფრო მძიმეა, ან სიკვდილიანობის ალბათობა კიდევ უფრო მაღალი შესაძლოა ჰქონდეს. სავარაუდოდ, კორონავირუსის საწინააღმდეგოდ წარმოებული ახალი ვაქცინები მასზეც ეფექტურ გავლენას მოახდენს.

მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.

Source
https://feedc.com/user/interworld

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button