საინტერესოსასარგებლოსაქართველოსხვადასხვა

რას ნიშნავს შენი სახელი – იპოვე შენი სახელის ისტორია

მოს­წონს თუ არა, ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს თა­ვი­სი სა­ხე­ლი აქვს – და­ბა­დე­ბი­დან ასე და­არ­ქვეს და სა­კუ­თარ სა­ხელს ისიც იფე­რებს, იხ­დენს, ეგე­უ­ე­ბა. ზოგ­ჯერ სა­ხე­ლის კნი­ნო­ბით ფორ­მას ირ­ჩევს, ან ურ­ჩე­ვენ და იმ ფორ­მით მი­მარ­თა­ვენ. რო­გორც უნდა იყოს, ალ­ბათ თი­თო­ე­ულს აინ­ტე­რე­სებს მისი სა­ხე­ლი­სა თუ გვა­რის ის­ტო­რია, წარ­მო­მავ­ლო­ბა.თუ ვერ იპოვეთ სასურველი სახელის შესახებ ინფორმაცია გთხოვთ დააკომენტარეთ და დავამატებთ.

ასევე იხილეთ : ქართული გვარები – ანბანის მიხედვით

რას ნიშნავს შენი სახელი - იპოვე შენი სახელის ისტორია

Showing 25 most recent names in this directory
ჰეროდია
(= საკუთარი ტყავის დიდება)1. ფილიპეს ცოლი, შემდეგ კი მისი ძმის; 2. ჰეროდე ანტიპას ცოლი;

ჰენრიხ
(ძველი გერმანული) შემოკლებით ჰერნი, ენრი, ქართული მოფერებითი ფორმაა ენრიკო. ამავე ფუძიდან ნაწარმოებია ქალის სახელიც - ჰენრიეტა. მისი მოფერებითი ფორმებია: რიტა, გრეტა.

ჰასან
(არაბული)"კარგი".უფრო ხშირად იხმარება მისი სახეცვლილი ფორმები:ასან(იხ)ან ხასან.ამავე სახელის ვარიანტული ფორმაა ...

ჰამლეტ, ჰასან
(არაბული) " კარგი ". უფრო ხშირად იხმარება მისი სახეცვლილი ფორმები: ასან (იხ.) ან ხასან. ამავე სახელის ვარიანტული ფორმაა ჰუსეინ.

ჰაინრიხი
(გერმ. Heinrich) — გერმანულენოვანი მამაკაცის სახელი და გვარი. მდედრობითი სქესის ფორმაა — ჰენრიკე (გერმ. Henrike). სახელი ჰაინრიხი წარმოიშვა ძველი ზემოგერმანული ენიდან და სავარაუდოდ ძველგერმანული სახელის „ჰაიმრიხის“ მემკვიდრე ფორმაა. სახელი ორი ნაწილისაგან შედგება: „ჰაიმ“ (გერმ. heim: სახლი), აგრეთვე „ჰაგან“ (გერმ. hagan, მამული) და „რიჰჰი“ (გერმ. rîhhi, მბრძანებელი, თავადი). აქედან გამომდინარე, სახელი შეიძლება ნიშნავდეს „სახლის ბატონს“ (გერმ. der Herr im Haus); „ბატონს მამულში“ (გერმ. der Herr im Hof) ან „მამულზე მბრძანებელს“ (გერმ. der Herrscher über Gut und Hof).

ჰაიდარ
(არაბული) " ლომი ".

ჰადასა
(=მურტი /არომატული მარადმწვანე ბუჩქი/ ) 1. ესთერ დედოფლის პირვანდელი. ებრაული სახელი;

ჯურხა
(ბალყარული) " იორღა ", " თოხარიკი ცხენი ".

ჯუნა
(ქართული) შეიძლება ჯუანშერის შემოკლებული ფორმა იყოს. მეგრულად ნიშნავს " კოცნას ".

ჯუმბერ
– გვხვდება მხოლოდ ქართულში. შესაძლოა მიღებული იყოს ჯუანშერ-ისაგან ფონეტიკური და გრაფიკული ცვლილებების შედეგად. ჯუმბერი ჰქვია მეფისწულს სულხან-საბა ორბელიანის " სიბრძნე სიცრუისაში ".

ჯულიეტა
იულიას იტალიური ფორმაა (იულია იტალიურად გამოითქმის როგორც ჯულია, ფრანგულად ჟიული. ამ უკანასკნელის საალერსეო ფორმაა ჟულიეტ).

ჯუანშერ
(სპარსული. " ახალგაზრდა ლომი "). საქართველოში ცნობილ პირთა სახელად გვხვდება უძველესი დროიდან. აქ პირველ რიგში უნდა გავიხსენოთ ვახტანგ გორგასლის სპასპეტი ჯუანშერი (V ს.), რომლის შესახებაც მემატიანე გვაუწყებს: " მაშინ მეფემან დაადგინა სხვა სპასპეტი, რომელსა ერქუა ჯუანშერ " ( " ქართლის ცხოვრება ", I, 145). ჯუანშერი ერქვა აგრეთვე არჩილ II-ის ძეს: " რაჟამს აღესრულა წმინდა მოწამე არჩილ, დაშთეს შვილნი მისნი იოვანე და ჯუანშერ " ( " ქართლის ცხოვრება ", I, 143). იმავე არჩილ მეფის დროს ქართლის ერისთავი იყო ჯუანშერ ჯუანშერიანი, ნათესავი მირიან მეფისა. ჯუანშერი ჰქვია " ქართლის ცხოვრების " ერთი ნაწილის ავტორსაც.

ჯოჯიკ
ძველი ქართული სახელია,რომლის ეტიმოლოგია უცნობია. გვხვდება ჯერ კიდევ Vს-ში(ჯოჯიკი ერქვა ...

ჯოყოლა, ჯოჯიკ
– ძველი ქართული სახელია, რომლის ეტიმოლოგია უცნობია. გვხვდება ჯერ კიდევ V ს-ში (ჯოჯიკი ერქვა ვარსქენ პიტიახშის ძმას, შუშანიკ დედოფლის მაზლს). აქედანაა გვარი ჯორჯიკია.

ჯონდი,ჯონდო,ჯოტო
(ბერძნული)იოტა("პატარა")→იოტ-ო→ჯოტო.შდრ.ჟოტია. ...

ჯონდი, ჯონდო ჯოტო
(ბერძნული) იოტა ( " პატარა ")→იოტ-ო→ჯოტო. შდრ. ჟოტია.

ჯოკია
– ამ სახელის და მომდევნო რამდენიმე სახელის ახსნა არ მოგვეპოვება.

ჯოდორი
(ქართული) მეგრულად ნიშნავს " მსუქანს ", " გოდორას " (გოდორი→ჯოდორი).

ჯიმშერ
(სპარსული) " ტყუპი ლომი " (ეტიმოლოგია საეჭვოა). პარალელური ფორმებია: ჯიმშედ, ჯიმშელ. აქედანაა გვარები: ჯიმშერაშვილი, ჯიმშელაშვილი, ჯიმშელეიშვილი, ჯიმშიაშვილი, ჯიმშიტაშვილი, ჯიმშერაძე, ჯიმშელაძე, ჯიმშელიძე.

ჯიბო
- ითვლება ჯიბრაელ-ის შემოკლებულ ფორმად (იხ. ზემოთ ჯაბა). მისგან წარმოქმნილია გვარი ჯიბუტი. ამავე სახელის კნინობითია ჯიბილა//ჯიბილო, საიდანაც მიღებულია გვარი ჯიბლაძე.

ჯვებე
(ქართული) მეგრულად ნიშნავს " მსხვილნაკვთიანს ". შეიძლება პალატალიზებული ფორმა იყოს სახელისა იობ-ჯობ-ჯობე//ჯვებე.

ჯენეტ, ჯენეტო
(არაბული) " სამოთხე ". შეადარეთ ქალის სახელი ჟანეტა//ჯანეტა.

ჯემალ
(არაბული) " სილამაზე ", " სიკეთე ", " სრულქმნილება ". იგივეა ქალის სახელები: კამილა, ჯამილა.

ჯეირანული
(თურქული) გარეული ცხოველის სახელი (ჯეირანი ანუ ქურციკი) ქცეულია პიროვნულ სახელად თურქულ ენებში და როგორც საზოგადო, ისე საკუთარი სახელის მნიშვნელობით შემოსულია ქართულში. მისგან ნაწარმოებია გვარებიც: ჯეირანაშვილი, ჯეირანიშვილი (შეადარეთ: ქურციკაშვილი, ქურციკიშვილი, ქურციკიძე).

ჯაჯუ
– შესაძლოა წარმოადგენდეს ძერა-ს კოლხურ შესატყვისს. აქედან ჩანს წარმოქმნილი გვარი ჯაჯანიძე (ე.ი.. " ძერიას-ძე "). ამავე ფუძიდანაა ქალის სახელი ჯაჯალა.


Submit a name

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button