National Geographicსურათებიფლორა & ფაუნა

National Geographic: პატარა ცხოველების ფოტოები

პატარა აზიური სპილო მაღალ ბალახებში. სპილოები დიდები იბადებიან – 1 მ სიმაღლის და 90 კგ-მდე.
2-3 წელი მშობლის ყურადღების ქვეშ არიან,
სიმწიფის ასაკს კი აღწევენ 9-დან (მდედრი) 15 (მამრი) წლამდე ასაკში.

დედა ფოცხვერი ბოკვერთან ერთად.
ფოცხვერები ცნობილები არიან განსაკუთრებული ნიშნით – ყურის წვერზე თმოვანი გამონაზარდები აქვთ.

დედა ბარიბალი (შავი დათვი) თავის ბელთან.
დედა დათვების უნიკალური თვისება ისაა, რომ ბელების დასაცავად ყველაფერს აკეთებენ.
ბელი დამოუკიდებელ ცხოვრებას 2 წლის ასაკიდან იწყებს.

ლეოპარდის ბოკვერი დედის კუდს ეთამაშება. ლეოპარდი უმეტესად მარტოსული ცხოველია.
ბოკვერი დედასთან 2 წელი რჩება და სწავლობს ნადირობას.
ლეოპარდები წყვილებად იბადებიან, არიან ნაცრისფერები და არ აქვთ ლაქები.

წითური ფოცხვერის ნაშიერი ველურ ბუნებაში.
წითური ფოცხვერი ერთ ჯერზე ერთიდან ექვს ბოკვერს შობს
და უვლის 1 წლამდე, სანამ დამოუკიდებლად ცხოვრებას ისწავლიან.

დედა პოლარული დათვი ბელთან ერთად.
პოლარული დათვები ძირითადად ორ ბელს აჩენენ, რომლებიც დედასთან 2 წელი რჩებიან
და სწავლობენ ნადირობასა და თავის გატანას.

მდედრი ავაზა 3-5 ბოკვერს შობს, რომლებიც 1.5-2 წლის განმავლობაში დედის ყურადღების ქვეშ არიან.
ნაშიერებთან ყოფნის დროს დედა ავაზა სახლის კატასავით კრუტუნებს.

ბარიბალის ბელი. ბარიბალები (შავი დათვები) არაჩვეულებრივი მცოცავები არიან, ხეზე ადიან სათამაშოდ, დასამალად, საჭმელად და გამოსაზამთრებლადაც კი.

ამერიკული ნიანგი კვერცხის ნაჭუჭს ამსხვრევს.
დედა ნიანგები 20-60 კვერცხს დებენ, სამთვიანი ინკუბაციის შემდეგ კი ბუდეს ხსნიან
და პატარებს გამოჩეკვაში ეხმარებიან.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button