PDFპროფესიული ლიტერატურა

სინერჯი ჯგუფის კონსულტანტები – ლიდერობის ხელოვნება

დღეს ლიდერის როლის აღქმა მნიშვნელოვნად შეიცვალა. სტერეოტიპული მოსაზრებები მკაცრი, საკუთარ გადაწყვეტილებებში დარწმუნებული, ავტოკრატი ლიდერის შესახებ წარსულს ჩაბარდა. როგორი ლიდერი ასოცირდება წარმატებასთან დღეს? რა თვისებები უნდა ჰქონდეს მას? ან როგორი ლიდერები არიან მსოფლიოში ცნობილი, წარმატებული ორგანიზაციების მმართველები? წიგნი წარმოადგენს ბიზნეს-ანალიტიკური ჟურნალის „სტრატეგია და ორგანიზაცია“ საუკეთესო სტატიების კრებულს ლიდერობის თემაზე. იგი გათვალისწინებულია როგორც კომერციულ, ასევე არაკომერციულ და სამთავრობო სექტორში მომუშავე ორგანიზაციების უმაღლესი და საშუალო რგოლის მენეჯერებისათვის. ასევე ყველა იმათთვის, ვისთვისაც ეს თემა უბრალოდ საინტერესო ან/და მნიშვნელოვანია. წიგნში მოცემულია სტატიები გამორჩეული ორგანიზაციების, წარმატებული ლიდერებისა და მათი მიღწევების მიზეზების შესახებ, სხვადასხვა თეორიული და პრაქტიკული მოსაზრებები, შეხედულებები და დასკვნები, რომელიც თანამედროვე ორგანიზაციებში, ლიდერობისთვის გადამწყვეტია. წიგნში შესული თემები და საკითხები ეფუძნება საკონსულტაციო კომპანია „სინერჯი ჯგუფის“ (www.synergy.ge) მრავალწლიან გამოცდილებას და მსოფლიოს უახლეს მიგნებებს ამ სფეროში, რასაც ავტორთა ჯგუფი ხანგრძლივი დროის განმავლობაში სწავლობდა, აანალიზებდა და იყენებდა.

აღნიშნული ნაწარმოები საავტორო უფლების მფლობელის მოთხვნით ამოღებულია საიტიდან

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button