PDFისტორიალექციაპროფესიული ლიტერატურაწიგნები

ქეთევან ნადირაძე – ქართული ისტორიოგრაფია

ქართული ისტორიოგრაფიის სალექციო კურსი  განკუთვნილია ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტებისა და საქართველოს ისტორიის საკითხებით დაინტერესებული მკითხველისათვის.

ქართული ისტორიოგრაფიის კურსის მიზნები და ამოცანები თავად ისტორიოგრაფიის, როგორც ისტორიული მეცნიერების დისციპლინის სპეციფიკიდან და შინაარსიდან გამომდინარეობს. 

ისტორიოგრაფიის დანიშნულებაა გაანალიზოს თუ როგორ სწავლობდნენ წარსულში ქვეყნის ისტორიას, მისი
ამოცანაა შეხედულებათა აღწერა და ანალიზი, ისტორიკოსთა იდეებისა და კონცეფციების, ისტორიის მეთოდოლოგიის შესწავლა. ისტორიის მეთოდოლოგია ამუშავებს პრინციპებსა და მეთოდებს, თუ როგორ უნდა იქნეს მოპოვებული ცოდნა წარსულის შესახებ.

სალექციო კურსის `ქართული ისტორიოგრაფიის~ მიზანს, ამავე დროს წარმოადგენს სტუდენტს შეასწავლოს ქართული ისტორიული აზრის განვითარების ძირითადი ტენდენციები და ქართველ ისტორიკოსთა მოღვაწეობა, აჩვენოს მათი როლი ქართველოლოგიური მეცნიერების განვითარებაში. წინამდებარე კურსი უპირველეს ყოვლისა, ბუნებრივია, ითვალისწინებს დროის იმ ხანგრძლივობას, რომელიც მოცემული აქვს სტუდენტს ამ რთული და მრავლისმომცველი საგნის შესასწავლად.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button