ახალი ამბებითამაშები

სამაგიდო თამაშების მოყვარულებს საკუთარი კონსოლი ექნებათ

ფრანგულმა კომპანია Wizama-მ შეიმუშავა სპეციალური კონსოლი SquareOne სამაგიდო თამაშების მოყვარულთათვის. რეალურად, ეს არის მოზრდილი ზომის ციფრული დისპლეი, რომელიც იცვლება იმის მიხედვით, თუ რა თამაშს ჩატვირთავთ მასში. კონსოლს შეუძლია აკონტროლოს და ამოიცნოს ინდივიდუალური ბარათები, კამათლები და კოჭები, რომლებსაც სათამაშოდ იყენებთ.

SquareOne წარმოადგენს კომპიუტერისა და სამაგიდო თამაშის ჰიბრიდს და აერთიანებს ორივე მათგანის საუკეთესო მახასიათებლებს. ჩვეულებრივ თამაშებთან შედარებით კონსოლი მნიშვნელოვან უპირატესობებს გვთავაზობს – ონლაინ თამაში, დინამიური სწავლება და თამაშის შედეგის შენახვის შესაძლებლობა მოგვიანებით გასაგრძელებლად.

ერთადერთი ნაკლოვანება ის არის, რომ კონსოლი სულ ახლახანს გამოჩნდა და ჯერჯერობით მცირე რაოდენობის თამაშების მხარდაჭერა გააჩნია. SquareOne-ის ახლანდელ ასორტიმენტში შედის – აეროჰოკეი, გველები და კიბეები, ჩინური შაში და ლუდო. ეს გახლავთ მეტად მარტივი თამაშები, რომელთაც არ აქვს ისეთი კლასიკისთვის დამახასიათებელი სიღრმისეულობა, როგორებიცაა Settlers of Catan ან Ticket to Ride.

image.jpeg

ეს სიტუაცია ძალიან მალე შეიცვლება. Wizama-მ დადო ხელშეკრულება Ravensburger-თან – სამაგიდო თამაშების გერმანელ გამომცემელთან, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს მნიშვნელოვნად გააფართოვოს პროდუქციის ასორტიმენტი. უკვე მიმდინარეობს Urban Rivals-ისა და Cthulhu Wars-ის პორტირება კონსოლზე და 2021 წელს Wizama SquareOne-ზე წვდომას გახსნის დამოუკიდებელი დეველოპერებისთვის. 

კომპანია ახლა თანხებს აგროვებს SquareOne-ის Kickstarter-ზე გამოშვებისთვის, კონსოლი მომავალ წელს გამოვა ბაზარზე. წინასწარი შეკვეთის ფარგლებში კონსოლის ფასი იწყება 499 ევროდან. 

ვიდეო: https://bit.ly/3r8ScOn 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button