ისტორიაპიროვნება

ვინ იყო ადამიანი, რომელმაც სტალინს შვილი გადაურჩინა

მეოცე საუკუნის ყველაზე ცნობილი ტელეპატი და დღემდე საკამათო ადამიანი – ვოლფ მესინგი დაიბადა 1899 წლის 10 სექტემბერს ვარშავასგან 25 კილომენტრით მოშორებულ პატარა სოფელში. ეს ის დროა,როდესაც პოლონეთი ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო. მესინგი ყოველთვის ამტკიცებდა , რომ მისი ექსტრასენსული შესაძლებლობელი ადრეული ასაკიდან განვითარდა.

პატარა ბიჭმა, რომელიც შემდეგ ცნობილი გახდა საბჭოთა კავშირის საზღვრებს გარეთაც , პირველად 6 წლის ასაკში იწინასწარმეტყველა. მან საკუთარ მამას უთხრა , რომ მათი მარჩენალი , ერთადერთი ძროხა დილით მოკვდებოდა. რა თქმა უნდა , არც მამამ და არც ოჯახმა არ დაიჯერა ბიჭუნას სიტყვების, მაგრამ დილით ძროხა მართლა მკვდარი დახვდათ.

ახალგაზრდობაში მესინგი ხშირად აწყობდა საჯარო გამოსვლებს , სადაც ხალხს საკუთარი შესაძლებლობებით აკვირვებდა. მედიუმი ერთ-ერთ ჟურნალისტთან ინტერვიუში ამბობს –

,,ეს არ არის აზრების კითხვა, ეს უფრო სხეულის ნაწილების კითხვას ჰგავს.როცა ადამიანი რაიმეზე ძალიან ბევრს და ხშირად ფიქრობს, ტვინი გადასცემს იმპულსებს სხეულის ყველა კუნთს.მათი მოძრაობები, რომლებიც თვალისთვის უხილავია, ჩემთვის ძალიან მარტივად საგრძნობია.ხშირად მე ისე ვატარებ სხვადასხვა მენტალურ პერფომანსებს ჩემს ინდუქტორთან , რომ მე მისგან ძალიან შორს ვარ. ამ დროს ჩემთვის მნიშვნელოვანია სუნთქვის სიხშირე,მისი გულის ძგერა,ხმის ტემბრი , მისი სიარულის მანერა და ა.შ.”

მესინგის ყველაზე ცნობილი წინასწარმეტყველებები იმდროინდელ მოვლენებს უკავშირდება, გთავაზობთ რამდენიმე მათგანს .

ერთ-ერთი წინასწარმეტყველება ტელეპატის პირად ცხოვრებას უკავშირდება. მისი ცოლი ავად იყო და მიუხედავად იმისა,რომ ექიმები დახმარებას ცდილობდნენ და მის გადარჩენაზეც დებდნენ თავს, მესინგმა თავისი ცოლის სიკვდილის ზუსტი დღე დაასახელა. ეს იყო 1960 წლის 2 აგვისტო. მეუღლე მართლაც ამ დღეს გარდაიცვალა

შემდეგი ყველაზე გამორჩეული მის კონცერტზე ნათქვამი ომის დამთავრების თარიღი იყო. მისი თქმით ომი 8 მაისს დამთავრდებოდა, თუმცა წელი არ დაუზუსტებია. ამის შემდეგ, სტალინმა ტელეგრაფი გამოუგზავნა ტელეპატს, სადაც წერდა რომ ის ერთი დღით შეცდა.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს , მესინგმა გაბედა და იოსებ სტალინის გარდაცვალების თარიღიც იწინასწარმეტყველა. ზუსტი დღე არ იყო დასახელებული, მაგრამ მან თქვა რომ დიდი ბელადი ერთ-ერთ ებრაულ დღესასწაულზე გარდაიცვლებოდა.ასეც მოხდა, სტალინი პურიმის დროს მოკვდა

ის შვილი , ვასილი გუნდთან ერთად მიემგზავრებოდა, კატასტროფას განიცდიდა. ამ წინასწარმეტყველების არ სჯეროდა ბელადს, თუმცა მან მაინც დაიზღვია თავი და შვილი მატარებლით მგზავრობაზე დაითანხმა. თვითმფრინავი მართლაც აფეთქა მთელ გუნდთან ერთად.

ვოლფ მესინგი 1974 წლის 8 ნოემბერს გარდაიცვალა საავდმყოფოში.ის დაწვეს მოსკოვში, ებრაულ სასაფლაოზე.

__

Source
https://feedc.com/user/id/45763

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button