Hi-Techავტომობილიახალი ამბები

მომდევნო წელს Toyota წარადგენს ელექტრომობილის პროტოტიპს, რომელიც ათ წუთში სრულად იმუხტება

შესაძლოა იქმნებოდეს შთაბეჭდილება, რომ Toyota ჩამორჩება კონკურენტებს ელექტრომობილების სეგმენტში და უპირატესობას ანიჭებს ჰიბრიდულ და წყალბადზე მომუშავე ავტომობილებს. რეალურად კი იაპონური კორპორაცია ცდილობს შექმნას აკუმულატორების წარმოების ტექნოლოგია, რომელიც ელექტრომობილების ბევრ ნაკლს აღმოფხვრის.

Toyota-ს მიერ დაფინანსებული, ელექტროლიტიანი აკუმულატორების შექმნაზე მუშაობა ნაყოფს გამოიღებს უკვე მომდევნო წელს, როდესაც იაპონური ავტომწარმოებელი წარადგენს მათზე დაფუძნებული ელექტროძრავის პროტოტიპს – ნათქვამია Nikkei Asian Review-ში. Toyota მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში დაიწყებს ელექტრომობილების სერიულ წარმოებას მყარი ელექტროლიტის საფუძველზე არსებული ბატარეებით.

პირველწყაროს ინფორმაციით, ახალი ტიპის აკუმულატორებში გაზრდილია ელექტროენერგიის შენახვის სიმჭიდროვე გაბარიტების ზრდის გარეშე, ასევე ამაღლებულია ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების დონე ტრადიციული ლითიუმის აკუმულატორებთან შედარებით. ახალი აკუმულატორის მქონე პატარა, კომპაქტური ელექტრომობილიც კი უზრუნველყოფს ერთ დამუხტვაზე 500 კილომეტრამდე მანძილის გავლას, საშუალოდ კი სვლის მარაგი ორჯერ გაიზრდება შესაბამისი პირობების შემთხვევაში. საშუალო ზომის ელექტრომობილი ახალი აკუმულატორით შეძლებს დამუხტვის გარეშე 1000 კმ-მდე მანძილის გავლას. მყარი ელექტროლიტის აკუმულატორის ტემპერატურული რეჟიმებიც ექსპლუატაციის მხრივ გაცილებით ხელსაყრელი იქნება.

მეორე მნიშვნელოვანი უპირატესობა – ახალი ტიპის ბატარეები უფრო სწრაფად შეძლებს დამუხტვას. მაგალითად, შესაძლებელი იქნება ელექტროძრავის ელემენტების სრულად დატენვა ათ წუთში, რაც უზრუნველყოფს ასობით კილომეტრ გარბენს. სხვა კომპანიებიც აქცევენ ყურადღებას მყარი ელექტროლიტების მქონე ბატარეებს: Nissan Motor აპირებს მსგავსი ბატარეების საფუძველზე მოქმედი ელექტრომობილები ბაზარზე 2028 წლისთვის გამოიყვანოს, Volkswagen მათი მასობრივი წარმოების დაწყებას 2025 წლისთვის, ხოლო ჩინური კომპანიები მომავალ წელს დაიწყებენ ინვესტირებას პროფილურ წარმოებაში.

Source
https://www.overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button