ისტორიამოგზაურობა

გორის ციხის უცნობი ლეგენდა

ერთ-ერთი, რაც შეიძლება გორის სიმბოლოდ მივიჩნიოთ, ქალაქის ცენტრში მდებარე ციხეა. გორის ციხის შესახებ არაერთი ლეგენდა არსებობს. ზოგიერთ მათგანს დღემდე ყველაზე ხშირად ჰყვებიან.

,,ერთ დროს, ათასი წლის წინათ, მთელი ეს ვაკე წყლით იყო დაფარული, რომლიდანაც ახლანდელი ციხის მთა უპატრონო კუნძულივით ამოზიდულიყო.

დედოფალი თამარი სანადიროდ წამოსულა აქეთ მხარეში. მას ხელზე ეჯდა საუცხოო და საყვარელი მიმინო. მიმინო მტრედს გამოუდგა, მაგრამ ვერ დაიჭირა; პატრონის ძახილის მიუხედავად, ტბისკენ გაფრინდა და დაეშვა კუნძულზე – ახლანდელი ციხის მთაზე. დედოფალმა მიმინოს უკან მომყვანს აღუთქვა ნახევარი საბრძანებლო. მამაცი ახალგაზრდა მხედარი ცხენდაცხენ შევიდა ტბაში და მიცურდა კუნძულთან, დაიჭირა მიმინო, მაგრამ უკან გამოსვლისას ცხენი, მხედარი და მიმინოც ტალღებმა შთანთქეს. დედოფალმა ბრძანა ტბის წყლის გადაგდება მტკვარში; ამის შემდეგ მთაზე ააგო ციხე და მარტოკამ მწუხარებაში აღასრულა იქ ცხოვრება.“

ეს ლეგენდა გორის ციხის შესახებ, აუგუსტ ჰაქსტჰაუზენს ერთ-ერთმა გორელმა მოუყვა. გერმანელმა მეცნიერმა და მოგზაურმა საქართველოში 1843 წელს იმოგზაურა. ნაწარმოებში, “საქართველოს შესახებ”, მან გორსა და გორის ციხესთან დაკავშირებული არაერთი საინტერესო ფაქტი აღწერა.

Source
https://feedc.com/user/id/45763

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button