მუსიკასიმღერის ტექტები

ვახტანგ კიკაბიძე – უკანასკნელი მეფაიტონე

ძველი თბილისი ისევ მიგონებს,
ნისლივით ჩნდება დარდი,
ერთ დროს პირველი მეფაიტონე 
ქუჩაში ფეხით დადის.

ძნელი ყოფილა თურმე სიბერე,
გულო გაუძელ ტკივილს,
წვიმა მოსულა, არვის ეგონოს
გაყიდულ არღანს ვსტირი…

ფანჯარაში მტრედია, ნეტავ ვისი ბედია,
არ მომიკლა გენაცვა ჩემი საყვარელია…

მზეზე ვთბები და ხშირად ვიხსენებ,
რაღაც მინდოდოა მეთქვა,
ვიხსენებ, მაგრამ ვერ გავიხსენე,
რისთვის მოვედი თქვენთან.
არც ფაიტონი აღარც ცხენები,
რატომ არაფერს მეტყვით,
სად მიმაქროლებს ჭენებ – ჭენებით
წუთისოფელის ეტლი…

ფანჯარაში მტრედია, ნეტავ ვისი ბედია,
არ მომიკლა გენაცვა ჩემი საყვარელია…


მივდივარ, ძნელი ყოფილა წასვლა,
მშვიდად ვისტუმრებ ვალებს,
უკანასნელი სიმღერის ფასად
უკანასკნელად დავლევ.
მივდივარ მიმაქ ჩემსავით ძველი
ლაქის გუდურა გრილი,
უკანასკნელი ყარაჩოღელი
ემშვიდობება თბილისს…
ფანჯარაში მტრედია, ნეტავ ვისი ბედია,
არ მომიკლა გენაცვა ჩემის საყვარელია…

Related Articles

კომენტარის დამატება

Check Also
Close
Back to top button