ისტორიაპიროვნებასაინტერესოფაქტები

5 წარმოუდგენელი ფაქტი სტალინზე

სტალინი ნამდვილად არ ყოფილა არც ლოთი და არც ალკოჰოლიკი, არა. მას უბრალოდ ძალიან უყვარდა ყველაფერი რაც ღვინოს შეეხებოდა. მისი ბოთლი, სუნი, ფერი და გემო რა თქმა უნდა. მისი საყვარელი ღვინო იყო ქართული ღვინო “ხვანჭკარა”.

იგი ორჯერ იყო ნომინირებული ნობელის მშვიდობის პრემიაზე

მიუხედავად იმისა, რომ სტალინი ისტორიაში შესულია როგორც მილიონობით ადამიანის მკვლელი დიქტატორი, ის ნობელის მშვიდობის პრემიაზე მაინც იყო წარდგენილი და არა მხოლოდ ერთხელ, როგორც ეს მისი კონკურენტი ჰიტლერის შემთხვევაში იყო, არამედ ორჯერ – 1945 და 1948 წელს.

იგი იყო პოეტი

სტალინის მხატვრული “ტენდენციები” არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ფილმების სიყვარულით. ის ფქტობრივად იყო პოეტი. მისი ფსევდონიმი იყო სოსელო. სწორედ ამ მეტსახელით დაწერა და გამოაქვეყნა მან ათობით ლექსი.

ყმაწვილობაში ის იყო ბულინგის მსხვერპლი მისი გარეგნობის გამო

რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, სტალინი ბავშვობაში ხშირად გამხდარა ჩაგვრის მსხვერპლი. 7 წლის ასაკში მას ჩუტყვავილა შეხვდა, რამაც საკმაოდ არასასიამოვნო კვალი დაუტოვა სახეზე. ამიტომ მას თანატოლები მუდამ დასცინოდნენ.

მას არასოდეს უთქვამს მისი ყველაზე ცნობილი ციტატა

ალბათ ყველას გაქვთ გაგონილი დიდი ბელადის ფრაზე “ერთი კაცის სიკვდილი ტრაგედიაა, მილიონის სიკვდილი − სტატისტიკა”. არსებობს არც თუ უსაფუძვლო მოსაზრება, რომ სტალინს ეს სიტყვები არ უთქვამს. ბევრი ისტორიკოსი ფიქრობს ასე, ვინაიდან არ არსებობს წყარო, რომელიც ამას დაამტკიცებს.

________________

Source
https://feedc.com/user/id/45763

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button