პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე უკანასკნელი თანამგზავრი

გადაქცეული მწარე გრძნობებად
უკანასკნელი თანამგზავრი მემშვიდობება.
დავრჩები მარტო, სრულიად მარტო.
ო, შემოდგომის გვიანო ვარდო,
მემშვიდობება,
მემშვიდობება –
საღამო იგი, აღტაცების და დამშვიდების,
უკანასკნელი თანამგზავრი ჩემი დიდების.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button