ტექნოლოგია

Apple აღიარებს, რომ ზოგიერთი ახალი iPad Pro გამრუდებულია

The Verge-ის ინფორმაციით, კომპანია Netease Technology News-მა დაადასტურა, რომ 2018 წელს გამოსული რამოდენიმე iPad Pro-ს ალუმინის კორპუსი მცირედგამოხატული გამრუდებითაა წარმოდგენილი. თუმცა კომპანიამ განაცხადა, რომ ეს არის iPad-ის წარმოების პროცესის ტექნიკური პრობლემა, რომელიც არ უარესდება დროის გასვლასთან ერთად და iPad-ის ფუნქციურობაზე რეალურ გავლენას არ ახდენს. ამ სიმრუდეს Apple არ თვლის ნაკლოვანებად. 

ამ დრომდე მომხმარებელთა ნაწილი მიიჩნევდა, რომ გამრუდება დროთა განმავლობაში ხდებოდა. როგორც ფორუმ MacRumors-ზე ამტკიცებდნენ, დეფორმაცია არ იყო არასწორი გამოყენების ან დაწოლის შედეგი. 

ამჯერად კი Apple აცხადებს, რომ iPad Pro-ს ლითონისა და პლასტმასის დეტალებს აქვთ ტენდენცია –  წარმოების პროცესში გაგრილებისას განიცადონ დეფორმაცია. ანალოგიური სიტუაციები შესაძლოა შეგვხვდეს ახალ iPad Pro-ებში, როგორც 11-დუიმიან, ასევე 12,9-დუიმიან დივაისებში. კომპანია ირწმუნება, რომ ეს არ არის ნაკლი და მსგავსი შემთხვევისგან  არ არის დაზღვეული არც მისი და არც სხვა კომპანიების მიერ წარმოებული თხელი პლანშეტები. 


Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button