თამაშები

Mortal Royale – ათასი რაინდისა და მაგების ბრძოლა

სამეფო ბრძოლებზე ფენტეზის სტილში თამაშებს ბოლო არ უჩანს.  შვედურმა ახალბედა სტუდიამ Star Vault-მაც გადაწყვიტა ძალების მოსინჯვა ამ მიმართულებით. Mortal Royale – ეს არის მასშტაბური უფასო თამაში, რომელშიც მონაწილეობას ასობით მოთამაშე მიიღებს. უნდა ვთქვათ, რომ თამაშის გრაფიკა დიდად არ შეესაბამება 2018 წლის ხარისხს, თუმცა გადამწყვეტი ეს არ არის. 

თამაშის სიუჟეტი ვითარდება გამოგონილი რეალობის სამყაროში, მთავარი მოქმედი პერსონაჟები რაინდები და მაგები არიან. თამაშის შემქმნელებმა გადაწყვიტეს თამაშისთვის მიენიჭებინათ ერთი განსაკუთრებულობა:  საუკეთესოს წოდების მოპოვებას ერთ უზარმაზარ არეალში ერთდროულად ათასობით მოთამაშე შეეცდება. 

Mortal-Royale.jpg

სათამაშო პროცესი მოიცავს როგორც ხელჩართულ ბრძოლას შიშველი ხელით, ასევე ისრებით, და აგრეთვე ჯადოქრებისა და მხედრების შეტაკებას. საომარი სისტემა კარგადაა განვითარებული და შესატყვისია რეალურთან როგორც ბრძოლის, ასევე იარაღების ვიზუალის მხრივ. ხელმისაწვდომი იქნება იარაღის ასობით ნაირსახეობა და ორ ათეულზე მეტი ჯავშნის ტიპი, თითოეული მათგანი 10 ელემენტისგან შედგება. ჯადოქრებისთვის კი ხელმისაწვდომი იქნება 60ზე მეტი სხვადასხვა შელოცვა. 

Mortal Royale-ს გამოვიდა 2018 წლის 17 დეკემბერს: იხილეთ თამაში სტიმზე https://store.steampowered.com/app/922630/Mortal_Royale/

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button