სხვადასხვატექნოლოგია

რატომ არ შეუძლია Apple-ს, კომპიუტერები აშშ-ში აწარმოოს

ნებისმიერი, ვინც იცის, როგორ იქმნება iPhone და Mac, ხვდება, რომ საფუძველს მოკლებულია პრეზიდენტ ტრამპის სიტყვები – Apple-ის წარმოება რომ აშშ-ს ფარგლებში უნდა დაბრუნდეს. The New York Times-ს ანეკდოტად შეუძლია გადმოგცეთ, თუ რა უშლის ხელს Apple-ს Mac Pro-ს საკუთარ ქვეყანაში წარმოებაში. 

აი ვითარების არსიც: 

„როდესაც Apple-მა დაიწყო 3 ათასდოლარიანი კომპიუტერების წარმოება ოსტინში, ტეხასში, მას გაუჭირდა საკმარისი ჭანჭიკების მოძიება… ჩინეთში Apple ემყარებოდა ქარხანას, სადაც დიდი რაოდენობით ჭანჭიკები იწარმოებოდა უმოკლეს ვადაში. ტეხასში კი აღმოჩნდა, რომ ჭანჭიკების მომწოდებლები არ არსებობდნენ. 

რამოდენიმეთვიანი შეფერხების შემდეგ Apple-მა ჭანჭიკები ჩინეთში შეუკვეთა, სადაც შეუძლიათ აწარმოონ დაუჯერებელი რაოდენობის სამომხმარებლო დეტალები მეტად მოკლე პერიოდში. 

საბოლოოდ Apple-მა იპოვა მომწოდებელი ტეხასში, რომელსაც შეეძლო 28 ათასი საჭირო დეტალის წარმოება, თუმცა NYT-ის ინფორმაციით, ეს დეტალები არ იყო ისეთი, როგორიც საჭიროა და არც საკმარისი რაოდენობის გახლდათ. მათი მიწოდება განხორციელდა 22 რეისად და უმეტესად წარმოების მფლობელის ლექსუსით. 

როგორც The New York Times აცხადებს, არც ერთ ქვეყანას და მათ შორის არც აშშ-ს არ შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ჩინური მიწოდების ჯაჭვის ზომას, კვალიფიციური მუშახელის უზარმაზარ მასშტაბებს, ინფრასტრუქტურას, რომელსაც სწრაფად შეუძლია სიტუაციის შეცვლა, ასევე მეტად იაფ შრომით რესურსს. ბედის ირონიით, სწორედ ტიმ კუკმა თავისი მთავარი საოპერაციო დირექტორობის დროს შეუწყო ხელი ინდუსტრიის გლობალურ გადატანას უცხოურ წარმოებაში დაახლოებით 15 წლის წინ, როდესაც iPod-ის აწყობა Foxconn-ს გადასცა. 

NYT-ის სტატია ითვლება სახელმძღვანელოდ, რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოს პრეზიდენტის ჩათვლით. იგი ამავე დროს აღწერს 2013 წლის Mac Pro-სთან დაკავშირებული წარუმატებლობის კონტექსტს. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button