განხილვამუსიკა

შინ – არაჩვეულებრივი გამოფენა

jazz-rock / fusion

„არაჩვეულებრვი გამოფენა“ ერთობ უცნაური ნამატია „შინ“-ის დისკოგრაფიაში. ამ ბენდს მსმენელი იცნობს, როგორც ქართული ფოლკლორის ჯაზ-როკულ ინტერპრეტატორს, მაგრამ ამ ახალი ალბომისთვის ჯგუფმა დასამუშავებლად გია ყანჩელის კინომუსიკა აირჩია. ეს ალბომი არ მიჰყვება კლასიკური მუსიკის როკ-ინტერპრეტაციის სტანდარტულ შაბლონს; ალბომში მთელი კამერული ორკესტრია დამატებული და ისედაც მელოდიური კინომუსიკა კიდევ უფრო სიმფონიზებულია; არანჟირებები კი ისეა გაკეთებული, რომ ორკესტრთან ერთად ჯგუფის ადგილიც რჩება. ალბომის ბოლოსკენ მაინც სჭარბობს „შინ“-ისთვის მახასიათებელი fusion-ელემენტები, რაც კონტრასტში მოდის ალბომის ზოგად სიმფონიზმთან. არასტანდარტული ალბომია, მეტწილად წარმატებული, რამდენიმე ძალიან ძლიერი მომენტით! ალბომი ინტერნეტში არ იშოვება, თუმცა გაყიდვაშია მუსიკალურ მაღაზიებში – რეკომენდებულია!

Source
https://georgianmusicblog.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button