ახალი ამბებიბიზნესიტექნოლოგია

Intel-მა შესაძლოა წარადგინოს დრეკადი სმარტფონი

20 თებერვალს უნდა მოხდეს დრეკადი ეკრანის მქონე სმარტფონ Samsung Galaxy Fold-ის წარდგენა. საიდუმლოებას აღარ წარმოადგენს, რომ ამგვარ მოწყობილობებზე სხვა კომპანიებიც მუშაობენ. მათ შორისაა Xiaomi, Huawei, LG და Motorola. ამჯერად კი ცნობილი გახდა, რომ მათ რიცხვს პროცესორების მწარმოებელი ამერიკული გიგანტი – Intel-იც შეუერთდა. კომპანიამ უკვე დააპატენტა ნიმუში. 

არსებული მონაცემების მიხედვით, Intel-ის პროდუქტი მნიშვნელოვნად განსხვავდება კონკურენტების მოწყობილობებისგან.

პირველ რიგში, დაკეცილი მდგომარეობისას იგი სრულფასოვან სმარტფონს მოგვაგონებს.

მეორე – მოწყობილობის დაკეცვა სამგვარად იქნება შესაძლებელი.

მესამე – ახალ სმარტფონს ექნება სტილუსის მხარდაჭერა, ელექტროფანქარი კი მოწყობილობის ერთ-ერთ ნაკეცში შეინახება. 

image.jpeg

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ Intel-ის დრეკად სმარტფონს შეეძლება მიიღოს პრიზმის ფორმა. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, მოწყობილობა იმუშავებს ოპერაციულ სისტემა Windows-ზე და არა Android-ზე. 


წყარო
overclockers.ge
ჭდეები

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button
Close
Close