კომპიუტერული ტექნოლოგიატექნოლოგია

Intel Ghost Canyon NUC: დაუჯერებლად პატარა მოდულური დესკტოპ კომპიუტერი

დღესდღებით, შესაძლებელია გავაძლიეროთ პერსონალური კომპიუტერის გეიმინგ წარმადობა მისთვის უბრალოდ ახალი ვიდეო ბარათის დამატებით. რას იტყვით შესაძლებლობაზე, რომ იმავეს გაკეთება შეგეძლოთ კომპიუტერის ყველა კომპონენტის მიმართ – ჩასვათ ახალი ცენტრალური პროცესორი, მეხსიერება, მონაცემთა სანახი სივრცე, ახალი დედა დაფაც კი, როგორც როგორც ერთი კარტრიჯი? 

წარმოგიდგენთ Intel NUC 9 Extreme-ს, ასევე ცნობილს, როგორც Ghost Canyon, რომელიც იმ ორი იდეის შესანიშნავი განხორციელებაა, და რომელზეც ჩიპების მწარმოებელი კომპანია წლებია მუშაობს. 2012 წლიდან კომპანია დაკავებულია დესკტოპ კომპიუტერების –  NUC-ის (აბრევიატურა –  Next Unit of Computing) შექმნით, რომლებიც ზომით იმდენად პატარაა, რომ მათი განთავსება ნებისმიერ ადგილასაა შესაძლებელი. 2015 წელს Intel-მა დაიწყო იდეა „Compute Card“-ზე მუშაობა, რათა ადვილად გამხდარიყო შესაძლებელი კომპიუტერის „ტვინის“ მოდერნიზება ახალი CPU კარტრიჯის შეცვლით. „Compute Card“ კომერციული ჩავარდნა გამოდგა, NUC კი გახლდათ მხოლოდ იმდენად მძლავრი, რამდენსაც მისი ინტეგრირებული გრაფიკა უმკლავდებოდა. 

2018 წელს კი, მას შემდეგ, რაც Intel-მა უცნაური ექსპერიმენტი ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც AMD-ის გრაფიკა განთავსდა Intel-ის პროცესორში, კომპანიამ დაამტკიცა, რომ NUC-ს შეუძლია იყოს საკმარისად მძლავრი გეიმერებისთვის. დაიწყო მუშაობა იდეაზე – როგორ შეიქმნას სრულად განახლებადი ვერსია, რომელიც თავსებადი გახდება მძლავ დესკტოპ ვიდეო ბარათებთან. და როდესაც Intel-ი ამ საკითხით იყო დაკავებული, წარმოიშვა მოდულური „ტვინისა“ და კომპიუტერის სხვა ნაწილების იდეა. 

შედეგად მივიღეთ დესკტოპ გეიმინგ კომპიუტერი სულ რაღაც 5 ლიტრი მოცულობით, რომელიც PlayStation 4 Pro-ზე ოდნავ პატარაა და 12-ლიტრიან Corsair One-ზე ორჯერ მცირე, თანაც საკმარისი სივრცე გააჩნია Nvidia RTX 2070 გრაფიკული პროცესორისთვის. გარდა ამისა, მოდულური პროცესორის კარტრიჯი „NUC Element“ უფრო მარტივი მოდერნიზების საშუალებას იძლევა, ვიდრე ის კომპიუტერები, ვისაც გაცილებით დიდი შიდა სამუშაო სივრცე აქვს. 

image.jpeg

კომპიუტერის ტვინი “ვიდეო ბარათის” ფორმითაა წარმოდგენილი, მასში განთავსებულია სისტემისთვის პრაქტიკულად ყველა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ელემენტი, ასევე მოდიფიცირებული, 500-ვატიანი FlexATX კვების ბლოკი. 

NUC Element-ის გახსნისას ვხედავთ L-ის ფორმის ქულერს აორთქლების კამერით, რომელიც განკუთვნილია 45-ვატიანი Core i5, i7 ან i9-9980HK პროცესორებისთვის; გაგრილებისთვის  განკუთვნილია 80-მილიმეტრიანი ვენტილატორი და რადიატორი. მოცემულია ორი სტანდარტული მოდული DDR4 მეხსიერებისთვის, ასევე ორი სლოტი M.2 NVMe სტანდარტის SSD-ებისთვის. სისტემაში მოცემულია Intel Wi-Fi 6 მოდული, აგრეთვე პორტების სრული ნაკრები, რომელთა შორისაა ოთხი USB 3.1, ორი Thunderbolt 3, ორი Gigabit Ethernet და HDMI პორტი.  

image.jpeg

პროცესორთან განთავსებულია მეორე PCIe x16 სლოტი, სადაც მოთავსდება გეიმინგ ვიდეო ბარათი, თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ დაგჭირდებათ მინი გრაფიკული პროცესორი, მაგალითად GeForce RTX 2070 Mini, რომელიც სიგრძეში რვა დუიმზე ნაკლებია.  

სერიოზული საკითხი მდგომარეობს შემდეგში – რეალურად შეძლებთ თუ ვერა განაახლოთ ამგვარი სისტემა წლების მანძილზე. იმ დროს, როდესაც სისტემის ძირითადი ნაწილები მარტივად მოდერნიზდება მზა კომპონენტების წყალობით, თავად NUC Element მოდულები კერძოა, დაპატენტებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოგიწევთ მომავალშიც Intel-ს დაეყრდნოთ. კომპანია აცხადებს, რომ დღესდღეობით არსებულ სამოქმედო გეგმაში მოიაზრება მინიმუმ ორწლიანი განახლება და იმედოვნებს უფრო დიდ სამომავლო პერიოდს. რაც მთავარია, Intel-ს ჰყავს პარტნიორები, რომლებიც მოდულური სისტემის განვითარებაზე პირობას დებენ. 

NUC 9 Extreme საბაზისო სისტემის სახით მარტიდან გაიყიდება, მისი საწყისი ფასი იქნება შემდეგი: 1050 აშშ დოლარი – Core i5 პროცესორით, 1250 აშშ დოლარი – Core i7-ით და დაახლოებით 1700 აშშ დოლარი – ფლაგმანური Core i9 პროცესორით. 

Intel-ი არ გახლავთ ერთადერთი კომპანია, ვინც მსგავსი იდეის წინ წამოწევას ცდილობს. Razer-მა და Cooler Master-მა დაადასტურეს, რომ მიმდინარე წელს გაყიდიან თავიანთ საკუთარ მზა გეიმინგ პროდუქტებს NUC Element-ის მოდულის ბაზაზე, თუმცა მათ ექნებათ სტანდარტული SFX კვების ბლოკი და უფრო დიდი სივრცე ვიდეო ბარათისთვის. 

Cooler Master-იც და Razer-იც კომპანიის ცნობილი პარტნიორები არიან, Intel-ის ქმედებები კი ნიშნავს იმას, რომ კომპიუტერის კომპონენტების მწარმოებელი კომპანია ამიერიდან სრულყოფილ კომპიუტერებსაც გაყიდის. 

გარდა ამისა, ხელმისაწვდომია NUC-ის მეორე ვერსიაც, სახელად Quartz Canyon, რომელიც Intel Xeon პროცესორების მოდულებს შესთავაზებს მომხმარებლებს. 

Intel NUC-ის მარკეტინგის მენეჯერი ბრიუს პეტერსონი აღიარებს, რომ მისი გუნდის ორიგინალური მოდულური გამომთვლელი ბარათი წარუმატებელი აღმოჩნდა. “უმეტეს შემთხვევაში პატნიორებს მისი ინტეგრაციისა დაამუშავებისთვის იმხელა ძალისხმევა სჭირდებოდათ, რომ აღარ უღირდათ“ – განაცხადა მან, თუმცა აღნიშნა, რომ პროგრამა Intel NUC-ს წლიური 20%-იანი ზრდა აქვს.  

ნებისმიერ შემთხვევაში შთამბეჭდავია, თუ რამდენ ენერგიას და ძალისხმევას დებს Intel-ი ამ პატარა „ყუთის“ განახლებაში. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button