გართობასაზოგადოებაფაქტები

მსოფლიოში რომ 100 ადამიანი იყოს..

რა მოხდებოდა, თუკი მსოფლიო მოსახლეობა შემცირდებოდა 100 კაცამდე და დღეს არსებული პროპორციები განაწილებასა და შტრიხებზე იგივე დარჩებოდა?

მინიატურული მოსახლეობის სურათი ასეთი იქნებოდა:


61 აზიელი
12 ევროპელი
8 ჩრდილო ამერიკელი
5 სამხრეთ ამერიკელი და კარიბიელი
13 აფრიკელი
1 ოკეანელი


50 ქალი
50 კაცი


30 ბავშვი
70 ზრდასრული


47 ქალაქელი
53 სოფლელი


67 თეთრკანიანი
19 ყვითელკანიანი
14 შავკანიანი


33 ქრისტიანი
21 მუსლიმი
13 ინდუისტი
6 ბუდისტი
1 სიქი
1 იუდეველი
11 სხვა რელიგიური მიმდინარეობისა და სექტის წარმომადგენელი
11 არარელიგიური
3 ათეისტი


89 ჰეტეროსექსუალი
11 არატრადიციული ორიენტაციის


15 ილაპარაკებდა ჩინურად
7 ინგლისურად
6 ინდურად
6 ესპანურად
5 რუსულად
4 არაბულად
3 ბენგალიურად
3 პორტუგალიურად
51 სხვა ენებზე


43 იცხოვრებდა სანიტარიის გარეშე
18 იქნებოდა წყლის ნორმალური მიწოდების გარეშე
21 ადამიანი იცხოვრებდა დღეში მაქსიმუმ 1.25 დოლარზე
20 ადამიანის ხელში იქნებოდა რესურსების 75%
14 მშიერი
15 ჭარბწონიანი
12 უნარშეზღუდული
1 ადამიანს, ასაკით 15-49 წლისას, ექნებოდა შიდსი


12 ადამიანს არ ეცოდინებოდა წერა-კითხვა
1 ადამიანს ექნებოდა უნივერსიტეტის დიპლომი
12 ადამიანს ექნებოდა კომპიუტერი
8 მათგანს ინტერნეტიც

და ბოლოს

თუ არ გეშინია, რომ:დაგბომბავენ, არმია გაგანადგურებს, ტერორისტები გაგიტაცებენ,

მაშინ შენ უფრო იღბლიანი ხარ, ვიდრე მსოფლიო მოსახლეობის 20%!

თუკი:შეგიძლია მოიქცე და ისაუბრო შენი რელიგიური შეხედულების შესაბამისად, არ გაწუხებს სინდისი წარსულში ჩადენილი მძიმე შეცდომის გამო, არ მჯდარხარ ციხეში

მაშინ შენ უფრო ბედნიერი ხარ, ვიდრე მსოფლიო მოსახლეობის 48%!

თუკი გაქვს:მაცივარი, რათა შეინახო საკვები, კარადა, რათა ჩამოკიდო ტანსაცმელი, საწოლი, სადაც ღამე დაიძინებ, სახურავი, რომ ღია ცის ქვეშ არ ათიო ღამე

მაშინ შენ უფრო შეძლებული ხარ, ვიდრე მსოფლიო მოსახლეობის 75%!

თუკი მოგეძევება ფული საფულეში ან მცირეოდენი ანგარიში ბანკში, შედიხარ მსოფლიო მოსახლეობის მდიდარ 8%-ში!

დააფასე, რაც გაქვს.. და გააკეთე ყველაფერი, რათა სამყარო უკეთესობისკენ შეცვალო..

Source
charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button