PDFკლასიკარომანიწიგნები

გრიგოლ რობაქიძე – გველის პერანგი

მწერალი, რომელიც სოფელ სვირში დაიბადა და ჟენევაში გარდაიცვალა, რომელმაც უდიდესი შემოქმედებითი მემკვიდრეობა დაგვიტოვა, შექმნა განუმეორებელი ნაწარმოებები – “გველის პერანგი”, “ფალესტრა”, “ჩაკლული სული”, “გრაალის მცველნი”, “ლამარა”… პროზა, პოეზია და ესეისტიკა, ვისზეც წერდნენ შტეფან ცვაიგი და რუდოლფ კარმანი, მაგრამ რომლის სახელის ხსენება აკრძალული იყო საბჭოთა საქართველოში, ხოლო არქივი სასწაულებრივად გადაურჩა ლიკვიდაციას. ”ვინაა თავისუფალი საბჭოეთში? – არავინ. საბჭოეთში კაცს შიშით მოსვენებით ვერც კი დაუძინია. ეშინია, სიზმარში ბოდვით არ წამოსცდეს გულნადები აზრი რაიმე,” – ამბობდა მწერალი გერმანულ რადიოში საუბრისას. გრიგოლ რობაქიძემ ქართულ და მსოფლიო ლიტერატურაში ახალი ეპოქა შექმნა.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button