ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Binance-ის ანგარიში: Bitcoin-ისა და Ethereum 2.0-ის აღმასვლამ შექმნა რეკორდული სავაჭრო აქტივობა

Bitcoin-ის ახალმა ისტორიულმა მაქსიმუმმა და 1 დეკემბერს Ethereum 2.0 ნულოვანი ფაზის ამოქმედებამ გამოიწვია რეკორდული თვიური სავაჭრო ბრუნვა Binance-ზე პლატფორმის დაარსების დროიდან მოყოლებული – ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის ანგარიშში. 

26 ნოემბერს Binance Futures-ის დერივატივების განყოფილებამ ისტორიაში ყოველდღიური ვაჭრობის მაქსიმალური მოცულობა 37 მილიარდი აშშ დოლარი დააფიქსირა. ნოემბრის თვეში პლატფორმის მთლიანმა ბრუნვამ 450 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 

მაღალ სავაჭრო აქტივობას ხელი შეუწყო Bitcoin-ის ფასის ისტორიულ მაქსიმუმამდე მიღწევამ სპოტ-ბაზრებზე. ნოემბრის განმავლობაში პირველი კრიპტოვალუტის ფასი თითქმის 40%-ით გაიზარდა და მისმა კაპიტალიზაციამ 350 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა CoinGecko-ს თანახმად. 

image.png

ვაჭრობის მოცულობის დინამიკა Binance Futures-ზე. წყარო: Binance. 

Bitcoin-ის ფასის 20 ათას აშშ დოლარამდე მიღწევისას ჯამურმა ღია ინტერესმა რეკორდული 2.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ღია ინტერესის საშუალო მაჩვენებელი ნოემბერში გაიზარდა 58%-ით 1.9 მილიარდამდე ოქტომბრის 1.2 მლრდ აშშ დოლართან შედარებით. 

image.png

ღია ინტერესის დინამიკა Binance Futures-ზე. წყარო: Binance. 

თუ ნოემბრის პირველ ნახევარში ბაზრის მონაწილეები ძირითადად კონცენტრირებულნი იყვნენ Bitcoin-ფიუჩერსებზე რაც მთლიანი სავაჭრო მოცულობის 60% -ს შეადგენდა, თვის მეორე ნახევარში ინტერესი მიენიჭა Altcoin-ებს. 

ეს შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო ETH2-ის ნულოვანი სტადიის ამოქმედების მოლოდინით. კაპიტალიზაციის მხრივ მეორე კრიპტოვალუტის ფასი ნოემბერში 59%-ით გაიზარდა. 

image.png

Bitcoin-ისა და Altcoin-ების ვაჭრობის მოცულობის თანაფარდობა Binance Futures-ზე. წყარო: Binance. 

შეგახსენებთ, Binance-მა გამოაცხადა Ethereum 2.0 სტეიკინგის ამოქმედება. პლატფორმამ სერვისზე წვდომა 2 დეკემბერს გახსნა. 

Binance-ის აღმასრულებელი დირექტორი Changpeng Zhao შევიდა Bloomberg-ის გლობალური კუმირებისა და ინოვატორების 50-ეულში.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button